Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

"ბნელი ქარები" • თეატრი არტ დრონი

კულტურის ცენტრი ,,იმედი''_
ჟანრი: ზმანება/აბსურდი
ენა: ქართული
ხანგრძლივობა: 80
რეჟისორი: ლუკა მონავარდისაშვილი,ანი ჯიშკარიანი
ავტორი: ლუკა მონავარდისაშვილი

29 ივნისის მონაწილეები:

საბა ოქრიაშვილი, მერი კიკაძე, ანა ტაბატაძე, ბებე აგუმავა, დანიელ ბურაკოვი, ეკა ბიწაძე, მაკინე ხუციშვილი, ანა პაატაშვილი, საბა დვალიშვილი, სამირა კახითაევა, ცოტნე ალფენიძე, თამო გოგიაშვილი, ნინია მამალაძე, თამთა შარვაძე

30 ივნისის მონაწილეები:

მარიამ შიოშვილი, ანი მიქაია, ანა ლაგვილავა, ციკო ჭურღულაშვილი, დანიელ ბურაკოვი, გიორგი ჯალაბაძე, ელენე გოქაძე, ლანა ოქროპირიძე, მარიამ ბერუაშვილი, მონიკა გრიგალაშვილი, ნინი ქავთარაძე, სამირა კახითაევა, ხატია ნათაძე, თამო გოგიაშვილი, ნინი შავიძე


სპექტაკლი არის საკუთარ თავში დაკარგულ ადამიანზე და მის ზმანებაზე

მდგომარეობაზე, როდესაც ადამიანი აანალიზებს, რომ საკუთარი ცხოვრება, პიროვნება - არ შეესაბამება მის რეალურ „მეს“ და ის იმ გარემოს მსხვრეპლია, სადაც უწევს ცხოვრება

ეს არის ერთი ადამიანის სიზმარი, სადაც ბრძოლა მიმდინარეობს  საკუთარი თავის წინააღმდეგ, იმისთვის, რომ დაუბრუნდე სინამდვილეს და იპოვო ის.

თითქოს ლამაზი, მხიარული, მაგრამ მოჩვენებითი ზღაპრის ჭიდილია რეალობასთან, როდესაც ხდება საკუთარ თავში სამყაროს დეკონსტრუქცია და ყველაფერი ერთმანეთში ირევა

საბოლოოდ რჩება ქაოსი, საიდანაც ან შეძლებ გამოსვლას, ან ვერ შეძლებ. ამ დროს ადამიანები უსუსურ, საკუთარი ხიდან მოგლეჯილ ფოთლებს ემსგავსებიან, რომლებსაც სახლიდან შორს, უდაბურ, ცივ და საშინელი განსაცდელებით სავსე ჯურღმულებში ატარებს ბნელი ქარები. ამ აუტანელ გაურკვევლობაში ერთი რამ დაგრჩენია, რომ არ დაივიწყო შენი „სახლი“...

 

თარიღი
დღეს
19:00
10 GEL-დან

მსგავსი ღონისძიებები

"ბნელი ქარები"
კულტურის ცენტრი ,,იმედი''_