ყველა ბილეთი გაყიდულია
19 აგვისტოს - ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა” - ქართულ ჰიტებს, რომლებიც მსმენელმა უსაზღვროდ შეიყვარა - Mono Hall ბათუმის სცენაზე კიდევ ერთხელ შეასრულებს. არ გამოტოვო ეს დაუვიწყარი კონცერტი და შემოგვიერთდი მეგობრებთან ერთად
ქართული ალტერნატიული ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა” 2012 წლიდან, საქართველოში ყველაზე რეიტინგული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების” პერსონაჟის, ირაკლი ხურცილავას (ვანიკო თარხნიშვილი) ბენდია, რომელმაც მოღვაწეობა სერიალის მიღმაც განაგრძო და ეს ნაბიჯი წარმატებული აღმოჩნდა.
თავდაპირველად სიმღერები სერიალისთვის იწერებოდა და სერიალშივე სრულდებოდა. მალევე , სერიალში გაჟღერებული ცნობილი ქართული სიმღერების თანამედროვე ვერსიები იმდენად პოპულარული გახდა, რომ ბენდმა ეკრანებიდან რეალურ ცხოვრებაში გადმოაბიჯა და უკვე 12 წელია მსმენელს ახარებს.
ბენდის წევრები არიან: ვანო თარხნიშვილი (ვოკალი), დავით გაბუნია (კომპოზიტორი, ვოკალი, გიტარა) შოთარი დარახველიძე (გიტარა), გიორგი გობეჯიშვილი (ბასი), ლევან მიქელაძე (კლავიში), ერეკლე ჭიჭინაძე (დრამი).
22:00 - Dicho
00:30 - გამოუვალი მდგომარეობა
02:00-End - Dicho
ასაკობრივი შეზღუდვა 16+