სეზონის გენერალური სპონსორია SOLO
გთხოვთ გაითვალისწინოთ,ბილეთების შეძენა 20%-იანი ფასდაკლებით შესაძლებელია მხოლოდ SOLO|VISA ბარათის მფლობელთათვის
თეატრის შესახებ:
თეატრი სახელოსნო 42-ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და მდებარეობს დიდუბეში,თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში,წერეთლის 114-ში,FACTORY TBILISI-ის ტერიტორიაზე.თეატრი სახელოსნო 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი.თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების,პერფორმანსების, დრამატურგიის,კოპროდუქციების სახით-კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ,ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. თეატრის კარი დილიდანვე ღიაა სტუმრისათვის-ჩვენი ცხოვრება მხოლოდ საღამოს სპექტაკლებით არ შემოიფარგლება-თეატრი სახელოსნო 264 ადგილზეა გათვლილი და გარდა სპექტაკლებისა,საგანამანათლებლო პროექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებაზეა ორიენტირებული.სრულიად უნიკალურ სცენასა და მაყურებელთა დარბაზთან ერთად,თეატრის ფოიეც საკმაოდ დატვირთულია საკმაოდ მიმზიდველი თეატრალური კაფეებითა და საგამოფენო სივრცით.
ჟან ბატისტ მოლიერი დონ ჟუანი
გამოყენებულია სცენები ალექსანდრე პუშკინის,პიერ კორნელიოსა და ედმონ როსტანის პიესებიდან
მხატვარ-გრიმიორი:გიგა ბაგრატიონ-გოგაძე
ვიდეოინსტალაცია:დათა დვალიშვილი
რეჟისორის თანაშემწე:ნინო კალანდაძე
სპექტაკლის შესახებ
„არავინ იცის,ვინ ვარ სინამდვილეში და,რაც მთავარია,მე თვითონაც ვერ გავრკვეულვარ,ვინ ვარ“,-დონ ჟუანი.ეს არის სპექტაკლი გმირის სულიერ კრიზისზე,ადამიანზე,რომელიც სიყვარულს ეძებს და ამ ძიებაში საკუთარ თავს კარგავს...ეს არის სპექტაკლი ვნებებზე,შეცდომებზე და აქედან გამომდინარე-მძიმე სასჯელზე,ასევე,თავგადასავალზე და ამ სამყაროში სიმართლისა თუ სიყვარულის აღმოჩენისკენ სწრაფვაზე.
მისამართი|აკაკი წერეთლის გამზირი| # 144 (Coca-cola-ს ყოფილი ქარხანა)
შემოსასვლელი|დავით ბაქრაძის ქუჩა #3