სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი საგამოფენო სივრცეა, სადაც წარმოდგენილია როგორც დროებითი, ისე მუდმივმოქმედი ექსპოზიციები. მათ შორისაა: „არქეოლოგიური საგანძური“, „ნუმიზმატიკური საგანძური“, „შუა საუკუნეების საგანძური“, „ქვის ხანის საქართველო“, „საქართველოს არქეოლოგია ძვ.წ VIII ათასწლეულიდან ახ.წ. IV საუკუნემდე“, „XVIII-XX საუკუნეების ქართული კოსტიუმი და იარაღი“, „აღმოსავლური კოლექციების ახალი სიცოცხლე“, საბჭოთა ოკუპაციის პერიოდის ამსახველი გამოფენა და სხვა.