Ajax Loader
Geo

შეიძინეთ საქართველოს რკინიგზის ბილეთები სახლიდან გაუსვლელად

ამ გვერდზე თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ საქართველოს რკინიგზის განრიგი და შეუკვეთოთ ბილეთები ონლაინ. განრიგის სანახავად ამოირჩიეთ სადგურები, თარიღი და დააჭირეთ განრიგის ძებნას.

ბილეთების შესაძენად თქვენ დაგჭირდებათ თითოეული მგზავრის პირადი ნომერი. გთხოვთ მოამზადოთ ეს ინფორმაცია წინასწარ.

ყურადღება: მგზავრები არ ან არასწორად მითითებული პირადი მონაცემებით (სახელი, გვარი, პირადობის ნომერი) მატარებელში არ დაიშვებიან.

საბავშვო ბილეთით მგზავრობის უფლება აქვთ ბავშვებს 9 წლის ჩათვლით. ჩასხდომისას აუცილებელია ვაგონის გამყოლისათვის ბავშვის დაბადების მოწმობის წარდგენა.

„საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 2016 წლის 10 დეკემბრიდან, ღამის სამგზავრო მატარებლების (თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (მატარებელი #602/601) და თბილისი-ოზურგეთი-თბილისი (მატარებელი #654/653)) მეორე კლასის მოდერნიზებული ვაგონით (კუპირებული) მგზავრობისას ტარიფში გათვალისწინებული აღარ არის თეთრეულის ღირებულება. აღნიშნული ტიპის ვაგონებზე ბილეთების შეძენის შემთხვევაში მგზავრებს უფლება აქვთ, მატარებლის გასვლამდე, შეიძინონ ერთჯერადი თეთრეულის კომპლექტი სერვის ცენტრების სალაროებში (მატარებელში თეთრეულის რეალიზაცია არ ხდება): სალაროში გამოიწერება გუ-57 ქვითარი, რომელიც მგზავრმა უნდა წარუდგინოს მატარებლის უფროსს რათა მან გადასცეს ერთჯერადი თეთრეულის კომპლექტი. ერთჯერადი თეთრეულის ღირებულება შეადგენს 3.00 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

სტუდენტებზე და ბავშვებზე დაწესებულია შეღავათები. ამ შეღავათებით სარგებლობა შეგიძლიათ ბილეთების ონლაინ ყიდვის დროსაც. სტუდენტური ფასდაკლება განისაზღვრება მგზავრის პირადი ნომრის საფუძველზე და ძალაშია მხოლოდ ბილეთთან ერთად სტუდენტური ID ბარათის წარდგენისას.

შეკვეთის დასრულების შემდეგ წარადგინეთ ამობეჭდილი ბილეთი ან შეკვეთის ნომერი თქვენს პირადობასთან ერთად ვაგონის შესასვლელში.

გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!