განახლების თარიღი: 20 ოქტომბერი, 2026
საკონტაქტო ინფორმაცია
დასახელება: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ელ.ბილეთები
ს/ნ: 205268869
მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, საბურთალოს რაიონი, პეკინის გამზირი N.41ა, მესამესართული
ელ.ფოსტა: [email protected]
შესავალი
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ხელშეკრულებას მომხმარებელსა და ბილეთებისოპერატორს შორის, რომელიც არეგულირებს მომხმარებელსა და ბილეთების ოპერატორს შორისარსებულ ურთიერთობასა, მათ შორის მომხმარებლის მიერ ბილეთების ოპერატორისგანმომსახურების მიღებას, პლატფორმის გამოყენებასა და სხვა მომიჯნავე საკითხები.
წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ თანახმაამიიღოს ბილეთების ოპერატორის მიერ შეთავაზებული მომსახურება წინამდებარე დოკუმენტითგანსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად.
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე დოკუმენტში მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ბილეთი - ელექტრონული საბუთი/დოკუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს დაესწროს წარმოდგენას ან/და დაშვებული იქნას ორგანიზატორის დაწესებულებაში ორგანიზატორისგან მომსახურების მიღების მიზნით. ბილეთზე დატანილი არის უნიკალური QR კოდი/ნომერი, რომელის გენერირებაც ხორციელდება პლატფორმაზე ბილეთების ოპერატორის მიერ.
ბილეთების ოპერატორი - პლატფორმის მესაკუთრე და კანონიერი განმკარგავი შპს ელ.ბილეთები(ს/ნ: 205268869).
მომხმარებელი - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს წინამდებარე პლატფორმით, მათ შორის პლატფორმის ვიზიტორები, ავტორიზებული მომხმარებლები, მომხმარებლები ავტორიზაციის გარეშე/სტუმარი და სხვა მესამე პირები, რომლებიც იღებენ პლატფორმის მომსახურებას.
ორგანიზატორი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პლატფორმის მეშვეობით ახდენს ბილეთების რეალიზაციას.
პლატფორმა - ბილეთების ვაჭრობის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც აერთიანებსვებ-საიტს www.biletebi.ge აპლიკაცია Biletebi-ს. პლატფორმის ერთადერთი მესაკუთრე და კანონიერი მფლობელი არის ბილეთების ოპერატორი.
სტუმარი/მომხმარებელი ავტორიზაციის გარეშე — ფიზიკური პირი, რომელიც იყენებს პლატფორმას რეგისტრაციისა და ანგარიშის შექმნის გარეშე და არ წარმოადგენს ავტორიზებულ მომხმარებელს. სტუმარს შეიძლება არ ჰქონდეს წვდომა პლატფორმის ყველა ფუნქციაზე და შემოთავაზებულ მომსახურეობებზე.
ავტორიზებული მომხმარებელი - პლატფორმის რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელსაც აქვს ანგარიში და შეუძლია სარგებლობდეს პლატფორმის სრული ფუნქციებითა და მომსახურეობებით.
პლატფორმის მომსახურების საკომისიო - მომხმარებლის მიერ ბილეთების ოპერატორისთვისგადახდილი ღირებულება ორგანიზატორისგან ბილეთის შეძენის პროცესში პლატფორმისმომსახურებისთვის, რაც მათ შორის მოიცავს ბილეთის გენერირებას (QR კოდის მინიჭებას), მხარდამჭერთა გუნდისა და სხვა ტიპის მომსახურებას. პლატფორმის მომსახურების საკომისიოგანისაზღვრება ბილეთების ოპერატორის მიერ ინდივიდუალურად თითოეული ღონისძიებისთვის. მომხმარებელი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია პლატფორმის მომსახურების საკომისიოსოდენობის თაობაზე ბილეთის შეძენის გვერდზე.
ტრანზაქციის საკომისიო - ფინანსური ინსტიტუტის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ დადგენილიგადარიცხვის ან/და სხვა ოპერაციის განხორციელებისთვის დადგენილი საკომისიო.
ღონისძიება - პლატფორმაზე განთავსებული ნებისმიერი კულტურული, გასართობი, სპორტული, საგამოფენო, სასაწავლო, სატრანსპორტო თუ სხვა სახის ღონისძიება ან/და აქტივობა.
ორგანიზატორის დაწესებულება - ორგანიზატორის მფლობელობაში ან საკუთრებაში არსებული ნებისმიერი დაწესებულება, რომელზე დაშვებისთვისა და ორგანიზატორისგან მომსახურების მიღების მიზნით ხორციელდება მომხმარებლის მიერ ბილეთის შეძენა, მათ შორის და არამხოლოდ: მუზეუმი, საგამოფენო-საგანმანათლებლო სივრცე, სპორტული მოედანი, სპა-ფიტნესი და გამაჯანსაღებელი ცენტრი და სხვ.
ბილეთების ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურეობა და მასთან დაკავშირებული გარანტიები
ბილეთების ოპერატორი არის შუამავალი მომხმარებელსა და ორგანიზატორს შორის, ასევე მომხმარებლებს შორის. პლატფორმის საშუალებით ბილეთების ოპერატორი:
ბილეთების ოპერატორი უზრუნველყოს მომხმარებლების შესაძლებლობას, სახლიდან გაუსვლელად, პლატფორმის საშუალებით შეიძინონ სხვადასხვა ტიპის ბილეთები ერთ სივრცეში (შემდეგში„მომსახურება“).
ბილეთების ოპერატორი იღებს ვალდებულებას, რომ გაუწევს მომსახურებას მომხმარებელსსაქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ნაკლიანი ან ვადაგადაცილებული მომსახურების შემთხვევაში მომხმარებელი სარგებლობსსაქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით. კერძოდ, ასეთ შემთხვევაშიმომხმარებელმა უნდა განუსაზღვროს ბილეთების ოპერატორს მომსახურების გაწევის/ნაკლისაღმოფხვრის გონივრული დამატებითი ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, მომსახურებისბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს,როგორც ეს გათვალისწინებულია კანონმდებლობით.
დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს: (1) ბილეთებისოპერატორის ხარჯით მომსახურების გაწევა ან ნაკლის აღმოფხვრა სხვა პირს შესთავაზოს; (2) მოითხოვოს მომსახურების ფასის ადეკვატური შემცირება ან (3) უარი თქვას ხელშეკრულებაზე დამოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დამატებითი ვადის განსაზღვრა სავალდებულო არ არის, თუ აშკარაა, რომ ამას არავითარი შედეგიარ ექნება, ან მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულება მომსახურების დროულად მიღებასდაუკავშირა.
თუ ბილეთების ოპერატორმა დროულად არ დაიწყო მომსახურების გაწევა ან მომსახურების პროცესიუსაფუძვლოდ ჭიანურდება, რაც მომსახურების დათქმულ ვადაში გაწევას შეუძლებელს ხდის, ბილეთების ოპერატორს არ აქვს უფლება, მოითხოვოს მომსახურების პროცესში გაწეული ხარჯებისანაზღაურება, აგრეთვე გაწეული მომსახურების საზღაური, თუ მომხმარებელმა ხელშეკრულებისნაწილობრივი შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა.
ბილეთების ოპერატორისა და ორგანიზატორის პასუხისმგებლობის გამიჯვნა
ბილეთების ოპერატორი არ არის ღონისძიების ორგანიზატორი ან თანაორგანიზატორი. შესაბამისადიგი ვერ იქნება პასუხისმგებელი იმ შედეგებზე, რომელიც გამომდინარეობს მომხმარებელსა დაორგანიზატორს შორის არსებული ურთიერთობიდან.
ბილეთების ოპერატორი არის ორგანიზატორებისგან დამოუკიდებელი სუბიექტი, მაშინაც კი თუორგანიზატორი იყენებს ბილეთების ოპერატორის სასაქონლო ნიშანს, ეს აღნიშნავს მხოლოდთანამშრომლობას ბილეთების ოპერატორსა და ორგანიზატორს შორის.
ორგანიზატორის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, საკონტაქტო ინფორმაცია) საჯაროა დამომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ღონისძიების გვერდიდან.
ორგანიზატორი ერთპიროვნულად აგენს პასუხს ისეთ საკითხებზე, რომელიც რაიმე ფორმითუკავშირდება შემდეგს:
მომხმარებლის პროფილი
პლატფორმის მომსახურებით სრულყოფილად სარგებლობისთვის აუცილებელია პროფილის შექმნა. პროფილის გასახსნელად მომხმარებელი უნდა მიჰყვეს პლატფორმაზე განთავსებულ ინსტრუქციას: გაიაროს რეგისტრაცია ან შექმნას პროფილი ერთჯერადი კოდის გამოყენებით.
პლატფორმის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ რეგისტრაცია და შექმნან პროფილიGoogle-ს ან Facebook-ის გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი დამატებით უნდადაეთანხმოს Google-სა და Facebook-ის მიერ მითითებულ წესებსა და პირობებს, რომლის დაცვაზეცპასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
პროფილის შექმნამდე და პლატფორმის მომსახურების მიღებამდე მომხმარებელი უნდადარწმუნდეს, რომ აღნიშნულით არ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა და მესამე პირთაუფლებები.
პროფილის შექმნის დროს მითითებული მონაცემების სიზუსტეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებამომხმარებელს. პლატფორმა უფლებას იტოვებს დამატებით მოთხოვოს მომხმარებელსპლატფორმაზე მითითებული მონაცემების სიზუსტის დადასტურება. მომხმარებლის მონაცემებიდამუშავდება პლატფორმის კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
პროფილის დეტალების უსაფრთხო შენახვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. იმშემთხვევაში თუ მომხმარებელს აქვს ეჭვი, რომ მესამე პირს აქვს მისი პროფილის დეტალები, მომხმარებელი ვალდებულია დაუყონებლივ შეცვალოს იგი ან დაუკავშირდეს პლატფორმას.
მომხმარებელს უნდა ჰქონდეს მხოლოდ ერთი პროფილი. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს აქვსრამდენიმე პროფილი, ბილეთების ოპერატორი უფლებამოსილია გააუქმოს/წაშალოს არააქტიურიპროფილი/ები და დატოვოს ერთი მომხმარებლის სახელზე მხოლოდ ერთი პროფილი. გაუქმებამდებილეთების ოპერატორი გონივრული ვადით აცნობებს აღნიშნულის თაობაზე მომხმარებელს.
ბილეთების ოპერატორი იტოვებს უფლებას გააუქმოს/წაშალოს პროფილი წინასწარი გაფრთხილებისგარეშე, თუ მომხმარებელი უხეშად ან/და განგრძობითად არღვევს წინამდებარე დოკუმენტითგათვალისწინებულ პირობებს ან საქართველოს კანონმდებლობას.
ბილეთის შეძენა
ზოგადი პირობები
პლატფორმაზე ბილეთის შეძენა შეუძლიათ როგორც ავტორიზებულ მომხმარებლებს, ასევე იმ მომხმარებლებს, რომელსაც არ აქვთ ავტორიზაცია.
ბილეთის ყიდვისთვის მომხმარებელი უნდა მიჰყვეს პლატფორმის ინსტრუქციას.
ბილეთის შეძენამდე მომხმარებელი ვალდებულია დეტალურად გაეცნოს ღონისძიების გვერდზემითითებულ ინფორმაციას, დარწმუნდეს, რომ იგი აკმაყოფილებს ორგანიზატორის მიერ დადგენილკრიტერიუმებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მას ნამდვილად სურს ღონისძიებაზედასასწრები ბილეთის შეძენა.
ბილეთის საბოლოოდ შეძენამდე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დააიდენტიფიციროსბილეთების ყიდვის დროს დაშვებული შეცდომა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გამოასწოროსიგი.
მომხმარებელს პლატფორმაზე ბილეთის შეძენა შეუძლია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.
მომხმარებლის მიერ ბილეთის შეძენისთანავე, მომხმარებლისთვის ელექტრონული ბილეთიხელმისაწვდომი იქნება პლატფორმაზე, ამასთანავე მომხმარებელი ელექტრონულ ბილეთს მიიღებსელ.ფოსტაზე ან/და მითითებულ ტელეფონის ნომერზე, SMS შეტყობინების სახით.
მომხმარებელი ვალდებულია, ბილეთის მიღებისთანავე შეამოწმოს ბილეთების სისწორე. მათშორის, პერსონიზირებული ბილეთების შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა შეამოწმოს სწორადარის თუ არა დატანილი მისი პერსონალური მონაცემები ბილეთზე. ბილეთის ნებისმიერი ხარვეზისან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოსბილეთების ოპერატორს აღნიშნულის თაობაზე.
შეზღუდვები ბილეთის შეძენაზე
ბილეთების ოპერატორი უფლებას იტოვებს ლეგიტიმური მიზნებით შეზღუდოს ერთი მომხმარებლისმიერ ერთ ღონისძიებაზე ბილეთების შეძენის რაოდენობა გონივრულ ოდენობამდე.
პლატფორმაზე ზოგიერთ ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა დასაშვებია მხოლოდორგანიზატორის მიერ წინასწარ ვერიფიცირებული პირების მიერ. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელივალდებულია გაიაროს დამატებითი ვერიფიკაცია ორგანიზატორის მიერ დადგენილი პროცედურისშესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მიმართავს ორგანიზატორს და ვერ გაივლისწინასწარ ვერიფიკაციას ღონისძიების ჩატარებამდე, იგი უფლებამოსილია დააბრუნოს ბილეთიწინამდებარე დოკუმენტის შესაბამისად.
მომხმარებელთა მაღალი მომართვიანობის შემთხვევაში პლატფორმაზე შესაძლოა განთავსდესრიგი, ასეთ შემთხვევაში ბილეთების შეძენას შეძლებენ მხოლოდ ის მომხმარებლები, რომლებიცწარმატებით გაივლიან რიგს. თუ კონკრეტული რიგის ნომრის დადგომამდე ბილეთები სრულიადგაიყიდა, ასეთი რიგის ნომრის მქონე მომხმარებელი ბილეთის შეძენას ვერ შეძლებს.
რიგის ნომრის მოსვლის შემდეგ მომხმარებელი უფლებამოსილია განახორციელოს ბილეთებისშეძენა ლიმიტების ფარგლებში. ყიდვის დასრულების შემდეგ (მათ შორის, იმ შემთხვევაშიც თუბილეთების შეძენის ლიმიტი არ არის ამოწურული) რიგის ნომერი ავტომატურად უქმდება დამომხმარებელი უბრუნდება პლატფორმის საწყის გვერდს. თუ მომხმარებელს სურს დამატებითიბილეთების შეძენა, იგი ხელმეორედ უნდა ჩადგეს რიგში.
მომხმარებელმა არ უნდა გაიზიაროს თავისი რიგის ნომერი ან/და მისი კოდი/ბმული მესამე პირებს. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელმა შესაძლოა დაკარგოს რიგის ნომერი.
ბილეთის დაბრუნება
ბილეთი ექვემდებარება დაბრუნებას მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
თუ ბილეთი ექვემდებარება დაბრუნებას ორგანიზატორის გადაწყვეტილებით, აღნიშნულის თაობაზეგაკეთებული იქნება პირდაპირი მითითება ღონისძიების გვერდზე. ასეთ შემთხვევაში ბილეთიდაბრუნდება ღონისძიების გვერდზე განთავსებული პირობების შესაბამისად.
იმ შემთხვევაში თუ ღონისძიების გვერდზე არ არის გაკეთებული პირდაპირი მითითება ბილეთისდაბრუნების უფლების თაობაზე და ამასთანავე არ არსებობს ამ დოკუმენტით გათვალისწინებულიბილეთის დაბრუნების სხვა საფუძველი, ბილეთების ოპერატორი არ არის ვალდებულიამომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში დაიბრუნოს ბილეთი.
ბილეთის დაბრუნების შემთხვევაში ბილეთების ოპერატორი ვალდებულია უკან დაუბრუნოსმომხმარებელს ბილეთის ფასი. პლატფორმის მომსახურების საკომისიო და ტრანზაქციის საკომისიოარ ექვემდებარება დაბრუნებას, გარდა იმ შემთხვევისა თუ ბილეთის დაბრუნების საფუძველი არისორგანიზატორის უარყოფითი პასუხი მომხმარებლის წინასწარ ვერიფიკაციაზე ან ღონისძიებაგაუქმდა/გადაიდო.
ბილეთის დაბრუნებისთვის მომხმარებელი უნდა მიჰყვეს ბილეთზე განთავსებულ ინსტრუქციას ანმიმართოს ბილეთების ოპერატორის მხარდაჭერის გუნდს ელ.ფოსტაზე - [email protected] ან Facebook მესენჯერის საშუალებით.
ბილეთის საფასურის უკან დაბრუნება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიცმომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვასაშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.
ბილეთის საფასური დაბრუნდება გონივრულ ვადებში, საქართველოს კანონმდებლობისშესაბამისად.
ღონისძიების გადადება ან გაუქმება
თუ ღონისძიების ჩატარების თარიღი, ადგილმდებარეობა ან სხვა პირობა შეიცვალა ან/და სხვ მიზეზით ღონისძიება გადაიდება კომპანია აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს შეატყობინებსმომხმარებლის მიერ ბილეთის შეძენისას ან/და ანგარიშის რეგისტრაციისას მითითებულსაკონტაქტო მონაცემებზე (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის ან/და მოკლე ტექსტურიშეტყობინების საშუალებით). ორგანიზატორის მითითებით, ბილეთების ოპერატორმა შესაძლოა მომხმარებელს განუსაზღვროს გონივრული ვადა, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელიუფლებამოსილია მოითხოვოს ბილეთის გაუქმება და მისთვის გადახდილი თანხის დაბრუნება.
თუ მომხმარებელი აღნიშნული ვადის განმავლობაში არ მიმართავს ბილეთების ოპერატორს ბილეთის გაუქმებისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნით, მიიჩნევა, რომ იგი დაეთანხმაღონისძიების ახალ თარიღსა ან/და მასთან დაკავშირებულ პირობებს.
ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში ინფორმაცია გამოქვეყნდება პლატფორმის ოფიციალურსოციალურ ქსელებში. ბილეთების ოპერატორი უფლებამოსილია აცნობოს მომხმარებლებსღონისძიების გადადების ან გაუქმების თაობაზე სხვა ტიპის საკომუნიკაციო არხების გამოყენებითაც(SMS, ელ.ფოსტა და სხვ.), თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს ბილეთების ოპერატორისვალდებულებას.
ორგანიზატორი სრულად არის პასუხისმგებელი ღონისძიების გადადების ან გაუქმების შედეგებზე,მათ შორის იმ შედეგებზე, რომელიც შესაძლოა დადგეს გადადება/გაუქმების თაობაზე ინფორმაციისგავრცელების დაგვიანებით.
აქციები/ფასდაკლებები
დროდადრო პლატფორმაზე შესაძლოა იმოქმედოს ბილეთების ოპერატორის ან ორგანიზატორისმიერ შემოთავაზებულმა აქციებმა და ფასდაკლებებმა; აქციითა და ფასდაკლებით სარგებლობაშეუძლიათ მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომლებსაც აქვთ პროფილი, თუ აქციით სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული.
აქციის პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, მომხმარებელი აქციაში ჩართვამდედეტალურად უნდა გაეცნოს მის პირობას პლატფორმის საშუალებით. აქციაში ჩართვა ავტომატურადნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება მას.
ბილეთების ოპერატორის პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ბილეთების ოპერატორი პასუხს არ აგებს მესამე პირების (მათ შორის ორგანიზატორის)მოქმედებაზე, მათ ვებ-გვერდებზე განთავსებულ ინფორმაციაზე;
ბილეთების ოპერატორი არ იძლევა პლატფორმის უხარვეზოდ და უწყვეტად ფუნქციონირებისგარანტიას, შესაბამისად იგი პასუხს არ აგებს თუ დროის გარკვეულ მონაკვეთში პლატფორმა ან მისირომელიმე სერვისი გახდა მთლიანად ან ნაწილობრივ მიუწვდომელი, დაფიქსირდა ტექნიკურიხარვეზი და სხვა.
ბილეთების ოპერატორი არ წარმოადგენს ბილეთის გამყიდველსა და ორგანიზატორს. შესაბამისად,იგი არ იძლევა გარანტიას და ვერ იქნება პასუხისმგებელი ორგანიზატორსა და მომხმარებელს შორისარსებული ურთიერთობების შედეგებზე. ასევე, მომხმარებლებს შორის არსებული ურთიერთობების შედეგებზე.
ბილეთების ოპერატორი არ არის პასუხისმგებელი მომხმარებელსა და მომხმარებელს ან/და ორგანიზატორს შორის არსებულ სახელშეკრულებო ვალდებულებების სწორად შესრულებაზე.
ბილეთების ოპერატორი მუდმივად ცდილობს პლატფორმა დაცული იყოს თაღლითურითავდასხმებისგან, თუმცა იგი პასუხს არ აგებს კიბერ-შეტევით ან სხვა გზით მიყენებულ არცერთისახის ზიანზე, რაც შესაძლოა მიადგეს მომხმარებელს.
ბილეთების ოპერატორი არ არის პასუხისმგებელი იმ ინფორმაციაზე, რომელსაც პლატფორმაზეაქვეყნებს ორგანიზატორის დაკვეთით, პლატფორმაზე განთავსებული ტექსტი არ უნდა იქნესაღქმული ისე, რომ იგი წარმოადგენს ბილეთების ოპერატორის მიერ გაცემულ რაიმე სახისგარანტიას;
ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი დადგინდა ბილეთების ოპერატორის ბრალეულობა მომხმარებლისმიმართ, არ შეიძლება პასუხისმგებლობის ზომა იყოს იმაზე დიდი, ვიდრე ეს მომხმარებლის მიერბილეთების ოპერატორისთვის გადახდილი საფასურია;
წინამდებარე მუხლში მითითებული შეზღუდვები და გამონაკლისები ასევე ვრცელდება ბილეთებისოპერატორის კანონიერ წარმომადგენლებსა და აგენტებზე იმ შემთხვევაში, თუ პრეტენზიებიუშუალოდ მათ მიმართ იქნება წარდგენილი.
მომხმარებლის პასუხისმგებლობა
მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე წესები და პირობები და არ დაარღვიოს მესამეპირის უფლებები;
მომხმარებელი პლატფორმის გამოყენებითა და შესაბამისი ველის მონიშვნით, აცხადებენთანხმობას პლატფორმა გამოიყენოს მხოლოდ პლატფორმის მიზნების, მოქმედი კანონმდებლობისადა რეგულაციების შესაბამისად.
ბილეთების ოპერატორი იტოვებს უფლებას მიიღოს შესაბამისი ზომები მომხმარებლის წინააღმდეგ, რომელიც არღვევს პლატფორმის გამოყენების წესებსა და პირობებს.
ინტელექტუალური საკუთრების უფლება
მომხმარებელი აღიარებს, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლებას პლატფორმაზე და მის მიერგამოყენებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, ვიზუალზე თუ სხვა ნებისმიერ ნიუანსზე, სრულად დაგამონაკლისების გარეშე ფლობს ბილეთების ოპერატორი. მომხმარებელი უფლებამოსილია მხოლოდგამოიყენოს პლატფორმა და მისი პროგრამულ უზრუნველყოფა წინამდებარე წესებისა დაპირობების შესაბამისად და მას არ აქვს რაიმე სახის ინტელექტუალური საკუთრების უფლება, რომელიც რაიმე სახით უკავშირდება პლატფორმას.
მომხმარებელმა არ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც ხელყოფს პლატფორმის ანნებისმიერი მესამე მხარის მფლობელობაში არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. პლატფორმის კონტენტის ნებისმიერი რეპროდუქცია, განცხადება, გავრცელება ან ხელახლაგავრცელება, სრულად ან ნაწილობრივ, ნებისმიერი საშუალებით (მათ შორის, ქეშირება, შექმნა), გაყიდვა, გადაყიდვა, განმეორებითი გადაცემა ან მესამე მხარეებისთვის არ არის დაშვებული. იმშემთხვევაში, თუკი შესაძლებელია მომსახურების ფარგლებში რაიმე მასალის გადმოწერა ანბეჭდვა, მაშინ ასეთი მასალის გადმოწერა შესაძლებელია მხოლოდ ერთ აპარატზე (დაშესაძლებელია წერილობით ფორმაში ბეჭდვა) და მხოლოდ თქვენი პერსონალური, არაკომერციულიმიზნით გამოყენებისთვის.
დავა/კანონმდებლობა
მომხმარებელსა და ბილეთების ოპერატორს შორის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოსკანონმდებლობის შესაბამისად.
პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს ბილეთებისოპერატორს წერილობით შემდეგ მისამართზე [email protected] ან ქ. თბილისი, პეკინის გამზ. 41, მე-3 სართული. პრეტენზიის მიღებიდან არაუმეტეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაშიბილეთების ოპერატორი განიხილავს მას და დაუბრუნდება მომხმარებელს უკუკავშირით.
ნებისმიერი დავა გადაწყდება მოლაპარაკების გზით. იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკება იქნებაწარუმატებელი, მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს სსიპ - საქართველოს კონკურენციის დამომხმარებლის დაცვის სააგენტოს (დავის შინაარსის გათვალისწინებით) ან პირდაპირსასამართლოს.
ცვლილებები/დამატებები
წინამდებარე დოკუმენტი შესაძლოა შეიცვალოს ცალმხრივად, ბილეთების ოპერატორისინიციატივით ნებისმიერ დროს, რომლის შესახებაც ინფორმაცია დარეგისტრირებულმომხმარებლებს უნდა ეცნობოთ გონივრული ვადით ადრე, პლატფორმაზე შეტყობინების სახით, ელ. ფოსტით ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით.