განახლების თარიღი: 2026 წლის 04 თებერვალი.
დასახელება: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ელ.ბილეთები
ს/ნ: 205268869
მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, საბურთალოს რაიონი, პეკინის გამზირი N.41ა, მესამე სართული
ელ.ფოსტა: [email protected]
თანხმობა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცემით, თქვენ შპს „ელ.ბილეთებს“ (შემდგომ — „კომპანია“) აძლევთ უფლებას დაამუშაოს თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემები და შემოგთავაზოთ თქვენს ინტერესებზე მორგებული აქციები, ფასდაკლებები და სხვა ტიპის მარკეტინგული შეთავაზებები.
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით შეიძლება დამუშავდეს თქვენს მიერ კომპანიისთვის გადაცემული ნებისმიერი მონაცემი, მათ შორის პერსონალური მონაცემები, როგორიცაა ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთა დამუშავებაც პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის არის დაშვებული კანონმდებლობის შესაბამისად. პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავება გულისხმობს კომპანიის მხრიდან თქვენთვის სხვადასხვა არხით (მათ შორის ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებებითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით) მარკეტინგული შეტყობინებებისა და შეთავაზებების გაგზავნას.
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცემა შესაძლებელია რეგისტრაციის პროცესში, ბილეთის შეძენისას ე.წ. „სტუმრის“ სტატუსით ან სხვა შესაბამის შემთხვევებში. თქვენ გაქვთ უფლება, დაეთანხმოთ ან უარი თქვათ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე. თანხმობაზე უარი არ შეზღუდავს რეგისტრაციის დასრულებას, ბილეთის შეძენას ან კომპანიის მომსახურებით სარგებლობას.
თანხმობის გამოხმობა
თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოითხოვოთ პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტა.
ამისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტაზე: [email protected] ან Facebook Messenger-ის საშუალებით. თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში.
თუ თქვენ ხართ რეგისტრირებული მომხმარებელი, პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტა ასევე შესაძლებელია თქვენი პირადი გვერდიდან (პროფილიდან), სადაც შეგიძლიათ მონიშნოთ, რომ არ გსურთ კომპანიისგან მარკეტინგული შეტყობინებების მიღება.