როგორ შევქმნა ანგარიში?ანგარიშის შესაქმნელად მთავარ გვერდზე დააჭირე ღილაკს "შესვლა" და შემდეგ აირჩიე "რეგისტრაცია", მიუთითე შენი ელ.ფოსტის მისამართი, შექმენი პაროლი და შეავსე საჭირო პერსონალური ინფორმაცია.
როგორ შემიძლია აღვადგინო ჩემი პაროლი?დააჭირე "დაგავიწყდა პაროლი?" შეიყვანეთ შენი ელ.ფოსტის მისამართი და მიჰყევი ინსტრუქციას პაროლის აღსადგენად.
როგორ ვიყიდო ბილეთი?დაათვალიერე ან მოძებნე ღონისძიება, რომელზეც გსურს დასწრება, აირჩიე სასურველი ადგილები ან ბილეთების ტიპები, დააჭირე ყიდვის ღილაკს; ამ დროს შენი არჩეული ადგილები დაიჯავშნება და 10 წუთი გექნება პროცესის დასასრულებლად
გადახდის რა მეთოდები შემიძლია გამოვიყენო?გადახდა შეგიძლია სადებეტო და საკრედიტო ბარათებით: Visa, Mastercard, AmEx
როგორ მივიღებ ჩემს ბილეთებს?ყიდვის პროცესის დასრულებისთანავე დაინახავ შენს ბილეთებს, რომლებიც ნებისმიერ დროს დაგხვდება "ჩემი ბილეთები"-ის გვერდზე, გარდა ამისა რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან მეილზე მიიღებ შეტყობინებას
რა მოხდება, თუ ბილეთი დავკარგე?რეალურად ერთხელ ნაყიდ ბილეთს ვეღარ დაკარგავ, შენს ექაუნთზე ყველა ბილეთი დაგხვდება, თუ ვერ შედიხარ შენს ექაუნთზე სცადე პაროლის აღდგენა.
შემიძლია თუ არა ბილეთის დაბრუნება?ბილეთის დაბრუნების პოლიტიკა განსხვავდება ორგანიზატორის გადაწყვეტილების მიხედვით. გთხოვთ, შეამოწმო თანხის დაბრუნების პოლიტიკა ღონისძიების გვერდზე ან მოგვწერო ჩათში. პ.ს კინოს ბილეთები დაბრუნებას არ ექვემდებარება.
რა მოხდება, თუ ღონისძიება გაუქმდება ან გადაიგეგმება?თუ ღონისძიება გაუქმდა, შეგატყობინებთ ელფოსტით და ავტომატურად დაგიბრუნებთ თანხას. ასახვას შეიძლება 4-მდე სამუშაო დღე დასჭირდეს.
რა უნდა გავაკეთო, თუ ტექნიკური პრობლემა შემექმნა?ტექნიკური პრობლემების დროს, სცადე გვერდის განახლება, ინტერნეტის გადატვირთვა, ბრაუზერის ქეშის გასუფთავება ან სხვა ბრაუზერის გამოყენება. თუ პრობლემა არ მოგვარდა, დაგვიკავშირდი ჩათში.
როგორ გავიგო ყველა სიახლე მოახლოებულ ღონისძიებებზე?გამოგვიწერე სოციალურ არხებში: Facebook, Instagram და TikTok, განსაკუთრებით TikTok-ზე
თუ გაქვს რამე სხვა შეკითხვა, არ მოგერიდოს Facebook ან Instagram ჩათში მოწერა