განახლების თარიღი: 20 ოქტომბერი, 2026
საკონტაქტო ინფორმაცია
დასახელება: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ელ.ბილეთები
ს/ნ: 205268869
მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, საბურთალოს რაიონი, პეკინის გამზირი N.41ა, მესამე სართული
ელ.ფოსტა: [email protected]
შესავალი
წინამდებარე დოკუმენტი არის წესები და პირობების განუყოფელი ნაწილი და წარმოადგენს დამატებით შეთანხმებას მომხმარებელსა და ბილეთების ოპერატორს შორის, რომელიც არეგულირებს პლატფორმის მეშვეობით ბილეთების გადაყიდვის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს, ბილეთების ოპერატორისგან მომსახურების მიღებასა და სხვა მომიჯნავე საკითხებს.
წინამდებარე გადაყიდვის პირობები სავალდებულოა ყველა მომხმარებლისთვის, რომელიც სარგებლობს გადაყიდვის ფუნქციონალით.
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია წესები და პირობებით, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინებისა, რომლებიც სპეციფიკურია გადაყიდვის მომსახურებისთვის ან/და ადგენს დამატებით მნიშვნელობას:
ბილეთის გადაყიდვა - გადაყიდვის პროცესში პლატფორმა აკავშირებს ერთმანეთს იმ მომხმარებლებს, რომლებსაც სურთ ბილეთების გადაყიდვა იმ მომხმარებლებთან, რომელთაც სურთ აღნიშნული ბილეთის შეძენა. პლატფორმა წარმოადგენს მხოლოდ ტექნიკურ შუამავალს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლებს შორის ბილეთების განთავსებისა და ყიდვის/გადაყიდვის შესაძლებლობას. პლატფორმა არც ერთ შემთხვევაში არ მოქმედებს, როგორც ბილეთების გადამყიდველი/გამყიდველი/მოვაჭრე ან/და ღონისძიების ორგანიზატორი.
ბილეთის გადამყიდველი - ავტორიზებული მომხმარებელი, რომელმაც ბილეთი შეიძინა პლატფორმის მეშვეობით პირადი საჭიროებისათვის, აღარ შეუძლია ღონისძიებაზე დასწრება ან/და არსებობს სხვა ობიექტური მიზეზი, რის გამოც ბილეთების გადამყიდველს სურს განათავსოს ბილეთი პლატფორმაზე გადაყიდვის მიზნით. ასეთი გადაყიდვა წარმოადგენს მომხმარებლებს შორის (fan-to-fan) განხორციელებულ ტრანზაქციას.
საბოლოო მყიდველი - პირი, რომელმაც პლატფორმის საშუალებით შეიძინა ბილეთი ორგანიზატორისგან ან ბილეთის გადამყიდველისგან და მისთვის ხელმისაწვდომია ბილეთის QR.
გადასაყიდი ბილეთ(ებ)ი - ბილეთ(ებ)ი, რომელიც განთავსებულია ბილეთების გადამყიდველის მიერ პლატფორმაზე და ჯერ არ არის რეალიზებული.
ბილეთის გადაყიდვის ძირითადი პირობები
ზოგიერთ ღონისძიებებთან მიმართებით, რეგისტრირებული მომხმარებელი უფლებამოსილია ისარგებლოს გადაყიდვის ფუნქციონალით და განათავსოს გადასაყიდი ბილეთი მისი პლატფორმის სხვა მომხმარებელზე რეალიზაციის მიზნით.
გადაყიდვის ფუნქციონალი არ არის ხელმისაწვდომი პლატფორმაზე განთავსებული ყველა ღონისძიებისთვის. გადაყიდვის შესაძლებლობას განსაზღვრავს შესაბამისი ღონისძიების ორგანიზატორი. მომხმარებელი უფლებამოსილია განათავსოს მხოლოდ იმ ღონისძიებების ბილეთ(ებ)ი გადასაყიდად, სადაც პლატფორმაზე აქტიურია გადაყიდვის ფუნქციონალი. რეგისტრირებული მომხმარებლისთვის კონკრეტული ბილეთის გადაყიდვის შესაძლებლობა აისახება ავტორიზებულ პროფილში.
ორგანიზატორი ან/და პლატფორმა უფლებამოსილია განსაზღვროს გადაყიდვის ფუნქციონალის მოქმედების ვადა, პირობები და შეზღუდვები. გადაყიდვის ფუნქციონალი შეიძლება აქტიური იყოს, როგორც ბილეთების რეალიზაციის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შეზღუდული პერიოდით.
ორგანიზატორი ან/და პლატფორმა უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეზღუდოს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს კონკრეტული ღონისძიების ან კონკრეტული კატეგორიის ბილეთების გადაყიდვის შესაძლებლობა. აღნიშნული გადაწყვეტილება არ გავრცელდება იმ გადასაყიდ ბილეთებზე, რომლებიც შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის ამოქმედებამდე უკვე იყო განთავსებული გადაყიდვის მიზნით.
გადაყიდვის ფუნქციონალით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს.
თუ ბილეთი შეძენილია არაავტორიზებული მომხმარებლის მიერ იგი ვერ ისარგებლებს გადაყიდვის ფუნქციონალით, მიუხედავად იმისა დაშვებული არის თუ არა გადაყიდვა შესაბამის ღონისძიებისთვის.
ორგანიზატორი ან/და პლატფორმა უფლებამოსილია დააწესოს გადაყიდვის დამატებითი პირობები და შეზღუდვები, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ:
თუ ორგანიზატორის მიერ, პლატფორმის წესებით ან მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ბილეთის გადამყიდველი უფლებამოსილია დამოუკიდებლად განსაზღვროს გადასაყიდი ბილეთის ფასი, გადასაყიდად განათავსოს მის მფლობელობაში არსებული ნებისმიერი რაოდენობის ბილეთი და ისარგებლოს სხვა უფლებამოსილებებით, რაც დაშვებულია პლატფორმით და წინამდებარე გადაყიდვის პირობებით.
პლატფორმის პასუხისმგებლობის შეზღუდვა (As Is)
გადაყიდვის მომსახურება მომხმარებელს მიეწოდება „როგორც არის" (as is) პრინციპით. პლატფორმა არ იძლევა რაიმე სახის გარანტიას, რომ:
პლატფორმა არ აგებს პასუხს იმ შემთხვევებზე, როდესაც გადაყიდვის ფუნქციონალის გამოყენება, ბილეთის განთავსება, გამოქვეყნება, ხელმისაწვდომობა, ჩვენება ან რეალიზაცია ვერ ხორციელდება ტექნიკური ხარვეზის, სისტემური შეფერხების, პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობის, მესამე პირების ქმედების, ფორს-მაჟორის ან პლატფორმის გონივრული კონტროლის ფარგლებს მიღმა არსებული სხვა გარემოების გამო.
მომხმარებელი აცნობიერებს და თანხმდება, რომ პლატფორმა წარმოადგენს მხოლოდ ტექნოლოგიურ შუამავალს, რომელიც უზრუნველყოფს გადაყიდვის ფუნქციონალის ტექნიკურ ხელმისაწვდომობას. პლატფორმა არ წარმოადგენს ბილეთის გამყიდველს, მყიდველს ან მათ წარმომადგენელს და, თუ ამ პირობებით პირდაპირ სხვა რამ არ არის განსაზღვრული, არ იღებს პასუხისმგებლობას ბილეთის გადაყიდვის ფაქტთან, ფასთან ან რეალიზაციის შედეგთან დაკავშირებით.
ბილეთის გაყიდვის პროცესი
ბილეთის გადაყიდვის ფუნქციონალით სარგებლობისთვის ავტორიზებული მომხმარებელი უნდა შევიდეს საკუთარ პროფილში და მიჰყვეს პლატფორმაზე განთავსებულ ინსტრუქციას. ბილეთების გადამყიდველი ვალდებულია შეავსოს ყველა აუცილებელია ველი და ბილეთის გადასაყიდად განთავსებამდე დარწმუნდეს რომ ინფორმაცია სწორია. განთავსების პროცესის დასრულების შემდეგ გადასაყიდი ბილეთი ხელმისაწვდომი გახდება პლატფორმაზე სხვა მომხმარებლებისთვის. პლატფორმა არ იღებს ვალდებულებას იმაზე, თუ რა რიგითობით ან რა ფორმით გამოჩნდება გადასაყიდი ბილეთი პლატფორმაზე.
მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს პლატფორმაზე გადასაყიდად განთავსებული ბილეთი, რაც მიიჩნევა გადაყიდვის ფუნქციონალის გამოყენებად. თუ ბილეთის შეძენა განხორციელდა ავტორიზებული მომხმარებლის მიერ, მასაც, თავის მხრივ, ექნება შესაძლებლობა ერთხელ უკვე გადაყიდული ბილეთი ხელახლა განათავსოს პლატფორმაზე გადაყიდვის მიზნით.
გადასაყიდი ბილეთის გაყიდვის შემთხვევაში, პლატფორმა დაამუშავებს შესაბამის შეკვეთას და ბილეთის გადამყიდველს გაუგზავნის ინფორმაციას ამის თაობაზე.
გადაყიდვის პროცესის დასრულებისთანავე, ბილეთის გადამყიდველი კარგავს გადაყიდულ ბილეთის ნებისმიერი ფორმით განკარგვის, გამოყენების, გაუქმების, ცვლილების ან მესამე პირისთვის გადაცემის უფლებას. ამასთანავე, მას აღარ აქვს უფლება გააუქმოს გადაყიდვა ან შეცვალოს ბილეთის ფასი.
უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, გადაყიდვის ფუნქციონალის გამოყენების დროს ბილეთის QR კოდი არ არის აქტიური და ხელმისაწვდომი პლატფორმის მომხმარებლებისთვის. QR კოდი აქტიურდება და ხელმისაწვდომი ხდება მხოლოდ ღონისძიების დაწყებამდე განსაზღვრული დროით ადრე. QR კოდის გააქტიურებისთანავე გადაყიდვის ფუნქციონალის გამოყენება აღარ იქნება შესაძლებელი.
იმ შემთხვევაში თუ ბილეთის გადამყიდველს განთავსებული ჰქონდა ბილეთი გადასაყიდად და მისი რეალიზაცია არ მოხდა, ბილეთის საბოლოო მფლობელად დარჩება ბილეთის გადამყიდველი.
პლატფორმა არ წარმოადგენს ბილეთის გადამყიდველსა და მყიდველს შორის დადებული გარიგების მხარეს და მოქმედებს მხოლოდ როგორც ტექნიკური/შუამავალი პლატფორმა. ბილეთის გადამყიდველსა და მყიდველს შორის არსებული ურთიერთობა რეგულირდება წინამდებარე გადაყიდვის პირობებით.
საკომისიო და გადახდის პირობები
ბილეთის გადასაყიდად განთავსებისას, ბილეთის მფლობელი იხდის პლატფორმის მომსახურების საკომისიოს, რომლის ოდენობაც ბილეთის გადამყიდველისთვის ცნობილი და თვალსაჩინოა ბილეთის განთავსების ეტაპზევე.
ბილეთის შეძენისას, ბილეთის მყიდველიც იხდის პლატფორმის მომსახურების საკომისიოს, რომლის ოდენობაც მისთვის ცნობილი და თვალსაჩინოა ბილეთის შეძენამდე.
ორივე შემთხვევაში საკომისიო მოიცავს ყველა დაკავშირებულ გადასახადს და მომხმარებელს არ მოუწევს გადაიხადოს იმაზე მეტი, ვიდრე მითითებულია შესაბამის გვერდზე - ბილეთის განთავსების ან შეძენის დასრულებამდე.
ბილეთის გადამყიდველი ბილეთის გადაყიდვის შედეგად მიღებულ ღირებულებას (პლატფორმის მომსახურების საკომისიოს გამოკლებით) მიიღებს ღონისძიების დასრულებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. თანხის მისაღებად ბილეთის გადამყიდველმა უნდა მიუთითოს მოქმედი საბანკო ბარათის მონაცემები. პლატფორმა უფლებამოსილია შეაჩეროს გადახდა იქამდე სანამ ბილეთის გადამყიდველის მიერ არ იქნება სრულად წარმოდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია.
კომერციული გამოყენების აკრძალვა
პლატფორმის მომხმარებელს უფლება აქვს გამოიყენოს ბილეთების გადაყიდვის ფუნქციონალი მხოლოდ პირადი და არაკომერციული მიზნებისთვის. იგი არ მოქმედეს კომერციული საქმიანობის ფარგლებში ან/არ ახორციელებს საქმიანობს ორგანიზატორის სახელით შესაბამისად ბილეთების გადამყიდველი არ მიიჩნევა მოვაჭრედ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისთვის.
პლატფორმა უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებით ან ორგანიზატორის მოთხოვნის საფუძველზე შეაჩეროს გადაყიდვის პროცესი, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადაყიდვა ხორციელდება კომერციული მიზნით ან/და სხვა ფორმით ირღვევა პლატფორმის წესები და პირობები.
ბილეთის დაბრუნება
გადაყიდვის ფუნქციონალის სარგებლობის შედეგად გადაყიდული/ნაყიდი ბილეთი არც ერთ შემთხვევაში არ ექვემდებარება დაბრუნებას.
ბილეთის შეძენის ან გადაყიდვის დადასტურების მომენტიდან, შესაბამისი ტრანზაქცია ხდება საბოლოო და შეუქცევადი. მომხმარებელს აღარ აქვს უფლება მოითხოვოს ბილეთის გაუქმება, დაბრუნება ან თანხის ანაზღაურება, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც პირდაპირ არის გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობით, პლატფორმის ზოგად წესებით და პირობებით ან ღონისძიების ორგანიზატორის მიერ.
ღონისძიების გადადება ან გაუქმება
თუ ღონისძიება არ ჩატარდა და ბილეთი ექვემდებარება დაბრუნებას წესებისა და პირობების ან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (მათ შორის, ღონისძიების გადადების ან გაუქმების გამო), ბილეთთან დაკავშირებული ყველა გადაყიდვის ტრანზაქცია ავტომატურად უქმდება და თითოეულ მომხმარებელს უბრუნდება ბილეთში გადახდილი ღირებულება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში.
პრეტენზიები ღონისძიების ჩატარების შემდეგ
ღონისძიების ჩატარების შემდეგ წარმოშობილ ნებისმიერ პრეტენზიაზე (მათ შორის, ღონისძიების ხარისხთან, პირობებთან ან მსვლელობასთან დაკავშირებით) პასუხს არ აგებს ბილეთის გადამყიდველი. საბოლოო მფლობელმა ასეთი პრეტენზია უნდა წარუდგინოს ღონისძიების ორგანიზატორს ან/და ბილეთების ოპერატორს, წესებითა და პირობებით დადგენილი წესის შესაბამისად.
იმ შემთხვევაში თუ საბოლოო მფლობელს აქვს ბილეთის დაბრუნების კანონიერი მოთხოვნა ღონისძიების ჩატარების შემდეგ, მას დაუბრუნდება ბილეთში გადახდილი ღირებულება სრულად.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა გადაყიდვის მომსახურებასთან დაკავშირებით
პლატფორმა, როგორც ტექნოლოგიური შუამავალი, არ წარმოადგენს მხარეს ბილეთის გადამყიდველისა და ბილეთის მყიდველს შორის დადებულ გარიგებაში და არ აგებს პასუხს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი დადგინდა ბილეთების ოპერატორის ბრალეულობა გადაყიდვის მომსახურებასთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობის ზომა არ გადააჭარბებს პლატფორმის მიერ შესაბამის ტრანზაქციასთან დაკავშირებით მიღებული მომსახურების საკომისიოს ოდენობას.
მოქმედი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა
წინამდებარე გადაყიდვის პირობები წარმოადგენს წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს და მასზე ვრცელდება წესებისა და პირობების შესაბამისი დებულებები, მათ შორის მოქმედი კანონმდებლობისა და დავების გადაწყვეტის თაობაზე (იხ. წესებისა და პირობების სექცია „დავა/კანონმდებლობა").
ცვლილებები/დამატებები
პლატფორმა უფლებამოსილია ცალმხრივად, ბილეთების ოპერატორის ინიციატივით ნებისმიერ დროს, პერიოდულად განაახლოს წინამდებარე გადაყიდვის პოლიტიკა და სხვა დაკავშირებული პოლიტიკები. ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ავტორიზირებულ მომხმარებლებს უნდა ეცნობოთ გონივრული ვადით ადრე, პლატფორმაზე შეტყობინების ასხით, ელ-ფოსტით ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით.
თუ წინამდებარე პოლიტიკის რომელიმე დებულება ჩაითვლება ბათილად, აღნიშნული არ მოახდენს გავლენას დანარჩენი დებულებების იურიდიულ ძალასა და მოქმედებაზე.