Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

საქართველოს მთის კურორტები

BILETEBI.GE / SKI - აქ შეძლებთ მთის კურორტების საბაგიროების მულტი პასის შეძენას და შევსებას შემდეგი კურორტებისთვის: გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ

"მულტიქარდი" – 5 ლარიანი მრავალჯერადი/ჩატვირთვადი სახელობითი ბარათი. მისი შეძენა სავალდებულო იქნება ყველა კატეგორიის აბონემენტის მსურველთათვის გარდა: "1 ასვლა", "3 ასვლა", "ტობოგანი" და "პანორამა (3 ასვლა - დიდველი)";

"7 დღე სეზონზე", "10 დღე სეზონზე" და სეზონური "მულტიქარდი" არის სახელობითი და მისი გადაცემა სხვა პირისთვის გამოყენების მიზნით დაუშვებელია! აღნიშნულის გამოვლენის შემთხვევა წარმოადგენს მესაკუთრისთვის აბონემენტის ჩამორთმევის საფუძველს!

2022 წლის 14 მარტიდან 50% ფასდაკლება იმოქმედებს მხოლოდ ,,მულტიქარდი"-ს სეზონურ აბონემენტებზე;

"1 დღე სეზონზე", "2 დღე სეზონზე" "3 დღე სეზონზე", "4 დღე სეზონზე", "5 დღე სეზონზე", "6 დღე სეზონზე" და "7 დღე სეზონზე" სახეობის კონკრეტული კურორტის აბონემენტების გამოყენება შესაძლებელია სეზონის განმავლობაში, მხოლოდ არჩეულ კურორტზე.

"7 დღე სეზონზე" და "10 დღე სეზონზე" სახეობის ე.წ. მულტისკი აბონემენტების გამოყენება შესაძლებელია სეზონის განმავლობაში ყველა კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, ჰაწვალი, თეთნულდი) ნებისმიერი 7 და 10 დღის განმავლობაში;

საბავშვო ასაკი განისაზღვრება 18 წლამდე. მგზავრობა ნებისმიერ საბაგიროზე 6 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა;

ტობოგანზე 12 წლამდე ბავშვი დაიშვება უფროსთან ერთად. ამ შემთხვევაში გადასახდელი იქნება მხოლოდ ბავშვის საფასური;

"მულტიქარდი" მოქმედებს კურორტების საბაგიროებზე, გარდა შემდეგი ტიპის აბონემენტებისა: "პანორამა (3 ასვლა - დიდველი)" და " ღამის სრიალი";