ყველა ბილეთი გაყიდულია
18 აგვისტოს - Mono Hall ბათუმის სცენაზე - ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი უკრაინელი ტექნო დიჯეი - Marika Rossa დაუკრავს. ელექტრონული მუსიკის ატმოსფეროს, ლოკალური სცენისთვის უკვე კარგად ნაცნობი არტისტები: Ucha და Anna Sue გაამრავალფეროვნებენ.
Marika Rossa უკრაინული ელექტრონული მუსიკის სცენის, ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია, მისი სახელი კი ხშირად შეგხვდებათ, როგორც ევროპის ყველაზე დიდ საკლუბო თუ საფესტივალო საღამოებზე, ასევე მსოფლიოში ყველაზე დიდი ციფრული მუსიკალური პლატფორმის - Beatport-ის ჩარტებში.
Marika Rossa ახალი თაობის, ელექტრონული მუსიკის პროდიუსერია და ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად, აღმოსავლეთ ევროპელ ტექნო დიჯეიდ არის აღიარებული. არტისტმა თავისი შემოქმედებითი ცხოვრებით, უდიდესი წვლილი შეიტანა, უკრაინის როგორც ქვეყნის, მსოფლიო ელექტრონული მუსიკის რუქაზე თავის დამკვიდრებაში.
ბოლო წლებში Marika Rossa-ის მიერ გამოქვეყნებულმა სინგლებმა და რემიქსებმა, არტისტს დიდი წარმატება მოუტანა. აღსანიშნავია მისი თანამშრომლობა, ისეთ მუსიკალურ ლეიბლებთან, როგორებიც არის: Italo Business, Crunch Control, Audio Elite, Naughty Pills, DSR Digital, Dolma Records, Pragmatik Recordings, Naked Lunch და Elektrax Recordings. 2015 წლის აპრილში, Marika Rossa-მ საკუთარი მუსიკალური ლეიბლი დააფუძნა, სახელწოდებით: «Fresh Cut», სულ რაღაც 1 კვირაში კი აღნიშნულ ლეიბლზე გამოცემული ნამუშევრები, Beatport-ის Hardtechno/Hardcore ჟანრების top 100-ში მოხვდა.სხვადასხვა რელიზებისა და სინგლების გამოქვეყნების გარდა, Marika Rossa აგრძელებს ტურნეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მისი უნიკალური და გამორჩეული დიჯეი სეტები კი, განსაკუთრებულ ენერგეტიკულ მუხტს იწვევს საცეკვაო მოედანზე.
22:00 - Doors Open
23:00 - Ucha
03:00 - Marika Rossa
05:00-End - Anna Sue
ასაკობრივი შეზღუდვა 18+
მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 593 972 929
გაეცანით ღონისძიებაზე დასწრების წესებსა და პირობებს: https://biletebi.ge/mono-hall-batumi