Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

ბეთჰოვენიადა 32 • ვატო ჟორდანია

კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი-

საკონცერტო ციკლი "ბეთჰოვენიადა 32" გასულ 2023 წელს ვატო ჟორდანიას ინიციატივით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში დაიწყო.
ციკლი მოიაზრებს დიდი გერმანელი კომპოზიტორის ყველა საკლავიშო სონატის შესრულებას. საკონცერტო სერიების ფარგლებში უკვე ჩატარდა სამი საფორტეპიანო საღამო, რომელიც ნაწილობრივ ჩაიწერა და გაშუქდა ტელე-რადიო მაუწყებლობის საშუალებით.
ვატო ჟორდანიას გამართული აქვს კონცერტები ევროპის არაერთ მნიშვნელოვან დარბაზში. უკვე მრავალი წელია იგი თბილისის სახ. კონსერვატორიის საფორტეპიანო მიმართულების ას. პროფესორია. იგი აქტიურად მართავს კონცერტებსა და მასტერ-კლასებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით. გარდა ამისა, ვატო ჟორდანია დუშეთის ხ. სავანელის სახელობის მუსიკალური ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია.
მისი თქმით, ბეთჰოვენის შემოქმედების იდეური შინაარსი, რომელსაც კომპოზიტორი მუსიკის საშუალებით გადმოსცემს, დღევანდელ დღეს მეტად აქტუალურია. პიანისტი დასძენს, რომ შემსრულებელი უპირველესად ვალდებულია გააცოცხლოს და მაქსიმალური სიზუსტით გადმოსცეს მსმენელს კომპოზიტორის ნააზრევი. სწორედ ეს პროცესი ანიჭებს ცოცხალ შესრულებას უნიკალურობას.
პიანისტი გვთავაზობს ერთგვარ მუსიკალურ-იდეურ მოგზაურობას, სადაც დროებით ვშორდებით ყოველდღიურ რუტინასა და მატერიალურ  სამყაროს.
9 ივლისის საფორტეპიანო საღამოს პირველ ნაწილში შესრულდება ვოლფგანგ ამადეი მოცარტის სონატა ლა მინორი და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სონატა ლა ბემოლ მაჟორი თხზულება 26.
კონცერტის მეორე ნაწილი მთლიანად დაეთმობა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სონატას "ჰამერკლავირი" თხზულება 106.
კონცერტი ეძღვნება დირიჟორ ვახტანგ ჟორდანიას ხსოვნას.

The pianist offers us a kind of musical-ideal journey in which we are temporarily separated from everyday life and the material world.
In the first part of the piano recital on 9 July, the audience will listen to Sonata in a minor by Wolfgang Amadei Mozart and Sonata in A flat major Op. 26 by Ludwig van Beethoven.
The second part of the concert is dedicated entirely to Ludwig van Beethoven's "Hammerklavier" Sonata Op. 106.
The concert is dedicated to the memory of the conductor Vakhtang Jordania

თარიღი
სამშაბათი, 09 ივლისი
19:00
10 GEL-დან

მსგავსი ღონისძიებები

ბეთჰოვენიადა 32
კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი-