Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

Midsummer Night Jazz Fest

3 დღიან ფესტივალში, რომელიც უკვე მეხუთე წელია ტარდება, თბილისის ისტორიულ „არტოს ბაღში“, ყოველ წელს მონაწილეობას იღებენ 120-მდე საქართველოსა და მსოფლიოში აღიარებული ქართველი მუსიკოსები, მათ შორის  ზაზა მარჯანიშვილი, დათო ევგენიძე, ჯგუფი ირიაო, რომა რცხილაძე, ჯორჯ მელი, მაია ბარათაშვილი, ლუკა თოფურია, ნუცი ნებიერიძე, ოთარ მაღრაძე, ჯგუფი ქვინტესენსი, პაპუნა შარიქაძე, დინი ვირსალაძე, რეზო კიკნაძე, ლევან დეისაძე, უჩა მეტრეველი, ზაზა ცერცვაძე, ეკა დოლიძე, ხონძი, ლევან კემულარია, გია რაქვიაშვილი, გიორგი სამსონაძე, დათო ჯაფარიძე, ნიკა გაბაძე, ხატია ქორიძე, სოსო ცაგარეიშვილი, ლაშა დეისაძე, სანდრო კვაჭაძე, გია სალაღიშვილი, ჯონი თითირაშვილი, გიო კაპანაძე, დათო კაკულია და სხვები.

აღსანიშნავია, რომ წელს, ცნობილ მუსიკოსებთან ერთად ფესტივალის სცენაზე გამოჩნდებიან დამწყები, ძალიან საინტერესო მუსიკოსები და ბენდები. ასევე, წელს „ზაფხულის ღამის ჯაზის“ სპეციალური სტუმრები არიან ამერიკელი ჯაზ მუსიკოსები.

ფესტივალის მსვლელობისას გაიმართება მხატვართა ნამუშევრების, ხელნაკეთი აქსესუარების და რარიტეტული ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ფესტივალის ორგანიზატორია მუსიკოსთა კავშირი ZMG-ART