Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

Mono Hall Batumi

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რიგების თავიდან აცილების მიზნით, ტერიტორიაზე მობრძანდეთ დროულად.

ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია BILETEBI.GE-ზე. ღონისძიების დაწყების პერიოდში სივრცეში იფუნქციონირებს სალარო.

ბილეთზე მითითებულია ღონისძიების კარის გაღების დრო.

ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ წარმოადგინეთ ბილეთის QR კოდი.

ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას იხსნის მესამე პირისგან შეძენილი ბილეთის ნამდვილობაზე.

გაყიდული ბილეთი უკან არ ბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ღონისძიება გაუქმდება.

ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, სივრცეში არ დაუშვას ბილეთის მფლობელი სტუმარი. ასეთ შემთხვევაში ბილეთის თანხის დაბრუნებისთვის მიმართეთ BILETEBI.GE-ს.

შემოსვლისას გაიარეთ შემოწმების პროცედურები და დაემორჩილეთ ადმინისტრაციის თანამშრომლების მითითებას.

აგრესიული სტუმარი გაფრთხილებისთანავე  დატოვებს სივრცეს.

სივრცეში აკრძალული ნივთები:

  • ცეცხლსასროლი იარაღი, ყველანაირი ცივი იარაღი და ბასრი საგნები, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ცივი იარაღი;

  • ტოქსიკური ნივთიერებები;
  • ადვილად აალებადი ნივთები, ცეცხლსაშიში ნივთები, აეროზოლები, სითხეები;
  • ლაზერული მიზან მაჩვენებლები, ან მსგავსი კონცენტრირებული დასხივების ხელსაწყოები;
  • დრონები და სხვა მართვადი მფრინავი საშუალებები;
  • პროფესიონალური ფოტო/კინო/ვიდეოკამერები, სელფის ჯოხი და მსგავსი აქსესუარები;
  • სარეკლამო პროდუქცია;
  • ყველანაირი ნაცისტური და კანონით აკრძალული სიმბოლიკის შემცველი ნივთი, რაც მიმართულია ქვეყნის, პიროვნების, ჯგუფის, ეროვნული, ეთნიკური წარმომავლობის, სოციალური კუთვნილების ან სხვა მიზეზით დისკრიმინაციისკენ ან/და შეურაცხყოფისკენ;
  • ხმაურის გამომწვევი მოწყობილობები (საყვირი, ზარი, ვუვუზელა)

გთხოვთ გაუფრთხილდეთ საკუთარ ნივთებს! ადმინისტრაცია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას დაკარგულ ნივთებზე.

სივრცეში მიმდინარეობს ვიდეო-მონიტორიგნი. დაკარგული ნივთების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ ადმინისტრაციას, ან შესაბამის ორგანოებს.

ტერიტორიის დატოვების შემთხვევაში, სტუმარი სივრცეში უკან აღარ დაიშვება, გარდა ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული გადაუდებელი შემთხვევისა.

სტუმარი ვალდებულია ღონისძიების მიმდინარეობის ბოლომდე არ მოიხსნას სამაჯური.