15 მარტიდან თბილისის ცირკი წარმოგიდგენთ გრანდიოზულ შოუ პროგრამას – „მეგობრების ბანკეტი“. სადაც ჩვენი მაყურებლები პირველად შეაბიჯებენ რესტორნის ჯადოსნურ სამყაროში, რომელშიც დახვდებათ ტრადიციული კერძების არომატი, მელოდიური მუსიკა, თბილი ატმოსფერო და რაღათქმაუნდა პროფესიონალი არტისტებით დაკომპლექტებული დასი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
ახალი საცირკო პროგრამა აგებულია რესტორნის თემატიკაზე და არ არის ჩვეულებრივი სუფრა – აქ ყველაფერი ცოცხლდება, იწყება დაუვიწყარი შოუ, სადაც ხელოვნება და მაყურებელთა ემოცია ერთიანდება. წარმოდგენაში თქვენ ნახავთ გამორჩეულ ცხენებს, ნიჭიერ ძაღლებს, მხიარულ მაიმუნს, აერიალისტების მიერ შესრულებულ სინქრონიზირებულ ტრიუკებს, ასევე იხილავთ სხვადასხვა სახის აკრობატულ ნომრებს.
სულის შემკვრელ ნომრებთან ერთად, შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ ევროპაში საუკეთესო ჯამბაზი ,რომლის კომიკური ნომრები – გენიალური და საოცრად დახვეწილია. ამ სპექტაკლში ჰარმონიულად შეერწყმის ცხოველთა შთამბეჭდავი გამოსვლა და მომხიბლავი ადამიანური უნარები.
ეს იქნება შთამბეჭდავი სანახაობა, სადაც ცირკის ხელოვნება ქართული სუფრის ტრადიციებს შეერწყმება და მაყურებელს დაუვიწყარ ემოციებს დაუტოვებს! გელოდებით თბილისის ცირკში, არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, გახდეთ ამ ჯადოსნური თავგადასავლის ნაწილი. საოცარი შოუ ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის!