event-image
event-image

მთის კურორტების საბაგიროები

აირჩიე კურორტი
ყველა კურორტი
გუდაური
ბაკურიანი
აბონემენტი
ორგანიზატორი: მთის კურორტების სააგენტო

აღწერა

 

შეავსე სამთო კურორტების მულტიქარდის ბალანსი ყოველ ჯერზე მარტივად.

 

საბაგიროზე შესვლისას აუცილებელია თან იქონიო მულტიქარდი. ელექტრონული ბილეთით ან QR კოდით საბაგიროთი სარგებლობას ვერ შეძლებ.

 


 

კურორტებზე გახსნილია შემდეგი საბაგიროები:

 

გუდაურისა და კობის საბაგიროები

 

ბაკურიანში: დიდველის არეალზე - ნოდო და ჰალფ პაიპი.

 

კოხტას არეალზე - კოხტა პლატო

 

მიტარბის არეალზე - მიტარბი 1 და მიტარბი 3

 

მესტიაში:

 

ჰაწვალის არეალზე - ჰაწვალისა და ზურულდის საბაგიროები

 

თეთნულდის არეალზე - ჩვაბიანი და ჯუმბერ კახიანი

 

გოდერძიზე ღიაა საბაგიროები - ჭანჭახი და ზანკა

 

 

დამატებითი პირობები: 

 

  • „მულტიფასი“ – ერთჯერადი ჩატვირთვადი  ქაღალდის ბარათი;
     
  • „მულტიქარდი“ – 5 ლარიანი მრავალჯერადი/ჩატვირთვადი სახელობითი ბარათი. მისი შეძენა სავალდებულო იქნება ყველა კატეგორიის აბონემენტის მსურველთათვის გარდა: „1 ასვლა“, „3 ასვლა“ და „კობის გადმოსახედი (ორივე გზა)“;
     
  • სეზონური „მულტიქარდის“ ასაღებად საჭიროა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა;
     
  • „მულტიქარდი“-ს დაბრუნება შესაძლებელია სურვილისამებრ, კურორტზე არსებულ სალაროებში დაბრუნებისთვის საჭიროა პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა. ასეთ შემთხვევაში ბარათში გადახდილი თანხა (5 ლარი) უკან უბრუნდება მომხმარებელს. უკან დაბრუნება შესაძლებელია  მხოლოდ 2023-2024 წლის ზამთრის სეზონის დიზაინის მქონე „მულტიქარდი“-ს;
     
  •  „7 დღე სეზონზე“, „10 დღე სეზონზე“ და სეზონური მულტიქარდი“ არის სახელობითი და მისი გადაცემა სხვა პირისთვის გამოყენების მიზნით დაუშვებელია! აღნიშნულის გამოვლენის შემთხვევა წარმოადგენს მესაკუთრისთვის აბონემენტის ჩამორთმევის საფუძველს!
     
  •  „1 დღე სეზონზე“, „2 დღე სეზონზე“ „3 დღე სეზონზე“, „4 დღე სეზონზე“, „5 დღე სეზონზე“ და „6 დღე სეზონზე“ სახეობის აბონემენტების გამოყენება შესაძლებელია სეზონის განმავლობაში, მხოლოდ კურორტ გუდაურში;
     
  • „7 დღე სეზონზე“,  „10 დღე სეზონზე“ და სეზონური სახეობის ე.წ. მულტისკი აბონემენტების გამოყენება შესაძლებელია სეზონის განმავლობაში ყველა კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) ნებისმიერი 7 და 10 დღის განმავლობაში;
     
  • ბავშვთა ასაკი განისაზღვრება 6-12 წლის ჩათვლით. მგზავრობა ნებისმიერ საბაგიროზე 6 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა;

 

შეიძინე ბაკურიანის (დიდველი), გუდაურის, მესტიისა და გოდერძის საბაგიროს აბონემენტები ონლაინ