დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ერთ-ერთი მთავარი საგამოფენო სივრცეა თანამედროვე ხელოვნების წარმოსადგენად. გალერეის სივრცე განკუთვნილია როგორც მუდმივმოქმედი, ისე დროებითი გამოფენებისათვის. პირველი სართული ეთმობა ქართულ და საერთაშორისო საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტებს. მეორე სართულზე წარმოდგენილია ნიკო ფიროსმანაშვილის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილისა და იაკობ ნიკოლაძის ნამუშევრების მუდმივმოქმედი ექსპოზიცია.