Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

მინდორში ხე დგას, მოხრილი და სევდიანი • თეატრი არტ დრონი

თეატრი მე-4 სართული,ქსნის #12
ჟანრი: დრამა
ხანგრძლივობა: 60
რეჟისორი: ლუკა მეგრელაძე
როლში: ფოტინე ჩილაჩავა, ანა ლაგვილავა, ნინი შავიძე, დანილ ბურაკოვი, მარიამ სონგულია, ცოტნე ალფენიძე

პატიმრებით გადაჭედილი ვაგონი საკონცენტრაციო ბანაკის შესასვლელთან ჩერდება…

ვაგონიდან ჩამოსულ პატიმრებს რამდენიმე გერმანელი ოფიცერი ხვდება და მათ გადანაწილებას იწყებს: ბავშვები, მოხუცები და ორსულები მარცხნივ… ხოლო შრომის უნარის მქონდე პატიმრები კი მარჯვნივ…

საბოლოოდ, ყველა გზა სიკვდილისკენ მიდის.

 
რამდენიმე ბავშვთან გერმანელი ექიმი მივა, რომელიც მატყუარა, სადისტ და მკვლელ ექიმად მოიხსენიება და მათი სიცოცხლით თამაშს, ექსპერიმენტების ჩატარებას გადაწყვეტს.


ბავშვებს დააჯერებენ, რომ ავად არიან, განკურნავენ და სახლში წასვლას დაპირდებიან, მაგრამ ეს ჯოჯოხეთური ირონიაა.

ყველა ბავშვში იმედი ჩნდება, რომ ისინი ამ ცივ და უსიცოცხლო ადგილიდან მალე სახლში წავლენ, მშობლებს დაიბრუნებენ და ოცნებებს აიხდენენ, მაგრამ ეს დიდი ტყუილია. მათი იმედი მაშინ იწურება, როდესაც ერთ-ერთი იმას შეესწრება, რასაც არ უნდა შეესწროს…

თარიღი
კვირა, 07 ივლისი
19:00
15 GEL

მსგავსი ღონისძიებები

მინდორში ხე დგას, მოხრილი და სევდიანი
თეატრი მე-4 სართული,ქსნის #12