Ajax Loader
Geo

მედეა • მუსიკის და დრამის თეატრი

დარბაზი A
ჟანრი: დრამა
ენა: ქართული
ხანგრძლივობა: 80
პრემიერა: 23-10-2015
რეჟისორი: მიხეილ ჩარკვიანი
ავტორი: ---
მხატვარი: ანანო მოსიძე
კომპოზიტორი: ცოტნე გოგიტიძე
მთ. როლში: ბუბა გოგორიშვილი
მთ. როლში: კახაბერ კინწურაშვილი
როლში: ალექსანდრე ბეგალიშვილი
როლში: მარინა ჯოხაძე
როლში: დავით ბეშიტაიშვილი
როლში: ანა წერეთელი, თეონა ლეჟავა, გიგი ქარსელაძე, ირაკლი კაკაბაძე.

თუ გინდათ გაიგოთ ვინ არის ყველაზე ცნობილი ქართველი ქალი, რომლის სახელსაც უკავშირდება ხუთასამდე ნაწარმოები, რომელიც საუკეთესო ქალ პერსონაჟად ითვლება მსოფლიო ლიტერატურის ისტორაში და რომლის სახელსაც უკავშირდება მედიცინა, საკმარისია გაეცნოთ არგონავტების მითს და მასში იპოვით მედეას - ქალს, რომელმაც თავისი ელვარებით არგონავტებიც კი დაჩრდილა მითში, არგონავტების შესახებ. „მედეა“ -  ამბავი ემიგრაციასა და მარტოობაზე, რომელიც არ კარგავს თანამედროვე მნიშვნელობას. შვილთამკვლელი უცხოტომელის მიმართ ინტერესი უწყვეტია.

„მედეა“ არის პიესა კულტურათა დაპირისპირების შესახებ. ეს არის მარტოობის სევდა, რომელიც ნაცნობია ყველა ემიგრანტისთვის, რომელიც ემოციურად მიჯაჭვულია თავის ბარბაროსულ ქვეყანაზე. კულტურათა სხვაობა იწვევს გარკვეულ დისტანციას მაღალგანვითარებულ და მესამე სამყაროს ქვეყნებს შორის, რომლის გადალახვაც, მტკივნეული და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია ბარბაროსისთვის. ჩვენი ახალი პროდუქცია, მარტოდ დარჩენილ უსამშობლო ქალზეა, რომლის ხასიათიც, ჩვენთვის, ქართველებისთვის ძალიან ნაცნობია. ეს არის ერთგვარი ანალიზი, მცდელობა იმისა, რომ ჩვენი შეცდომები, და მათი გამომწვევი მიზეზები საკუთარ წარმართულ წარსულში ვეძებოთ. ეს არის სპექტაკლი მიტოვებულ ქალზე, რომელიც ერთდროულადაა დედაც, ცოლიც, გრძნეულიც, ურჩხულიც და ქართული პარადიგმაც.

თარიღი
ფასები
შაბათი, 29 აპრილი
19:00
8 ₾-დან

მსგავსი ღონისძიებები