Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

მახინჯი იხვის ჭუჭული • ქუთაისის თოჯინების თეატრი

ქუთაისის თოჯინების თეატრი
ენა: ქართული
მთ. როლში: აბელ სოსელია
,,მახინჯი იხვის ჭუკი“ რეჟისორი ნინო მაღლაკელიძე მხატვარი ილიკო საჯაია. მონაწილეობენ მსახიობები: აბელ სოსელია, ჯანეტ ქობულაძე,გიორგი ქართველიშვილი, თეა გეგეჭკორი, მანუჩარ ბეგალიშვილი, ნანა ოქროიან,ბაქარ დეისაძე. ვისაც თეატრი უყვარს და სცენის ხიბლით თავბრუდამხვევი ემოცია, მან აუცილებლად უნდა ნახოს ეს სპექტაკლი. რეჟისორის და მხატვრის არაჩვეულებრივი ტანდემით შექმნილი კონცეფცია, გამოგზაურებთ ბავშვობიდან ზრდასრულობამდე. გასააზრებლადაც კი რთულია წარმოიდგინო ხასიათ მიცემული და სულ ჩადგმული, საყოფაცხოვრებო, უსარგებლოდ, სარდაფში დასაწყობებული ნივთები, რომელიც მხატვარმა ილიკო საჯაიამ სულჩადგმულ თოჯინებად აქცია. სპექტაკლი საინტერესოდ გვაგრძნობინებს საკაცობრიოდ აქტუალურ ბულინგის თემას. გარშემომყოფებისგან ზურგშექცეული მთავარი პერსონაჟი, იხვის ჭუკი მოერევა ყველანაირ შიშს, დაცინვას, უფრო მეტიც ის მის ადგილს პოულობს სამყაროში,მოიპოვებს თავისუფლებას და დაინახავს მის მშვენიერებასაც.სილამაზე განსხვავებულობაშია და ბედნიერება საკუთარი თავის პოვნაში.ეს არის სპექტაკლის ძირითადი თეზა, რომელიც ორიგინალური ფორმით, ეფექტური გამომსახველობითი ხერხებით არის მოტანილი მაყურებლამდე. სპექტაკლის ხანგრძლივობა 40 წუთი.
თარიღი
პარასკევი, 26 აპრილი
14:00
5 GEL

მსგავსი ღონისძიებები

ნამცეცა
ქუთაისის თოჯინების თეატრი
მახინჯი იხვის ჭუჭული
ქუთაისის თოჯინების თეატრი
ოქროს წიწილა
ქუთაისის თოჯინების თეატრი
მუსიკის ჰანგები
ქუთაისის თოჯინების თეატრი