Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

ფედრა ცეცხლის ალში • სამეფო უბნის თეატრი

Hall B
ჟანრი: დრამა
ენა: ქართული
ხანგრძლივობა: 160
პრემიერა: 28-10-2022
რეჟისორი: ნინო ხარატიშვილი
ავტორი: ნინო ხარატიშვილი
მხატვარი: იულის ბ. ნოვიკოვა,გუნა მაიერი
მთ. როლში: ნატა მურვანიძე, ნინო ბურდული, ზაალ ჩიქობავა, ნატუკა კახიძე, ანანო მახარაძე, გაგა შიშინაშვილი
ფედრა, ათენის მეფის თეზევსის ცოლი, დაიღალა. დაიღალა წლების განმავლობაში საკუთარი სურვილების შენიღბვით, ხალხის სიყვარულით განებივრებული დედოფლის როლის თამაშით და შორეულ წარსულში მინოტავრის დამმარცხებელი გმირი მეუღლის ჩრდილში ყოფნით. თითქოს ადგილს ვეღარ პოულობს. მხოლოდ ქმრის დანამატ სამკაულად გრძნობს თავს. სასახლის მტკიცე გალავნითაა გარშემორტყმული და ჩიხში ექცევა. სამეფოში ახალი სარძლოს, მომხიბვლელი პერსეას გამოჩენით კი ყველაფერი თავდაყირა დგება. ფედრა თითქოს ლაბირინთში ეხვევა და ხანგრძლივი ძილის შემდეგ ფხიზლდება, უფრო და უფრო თამამდება, ახსენდება ის, რაც უკვე დიდი ხანია დაავიწყდა: საკუთარი თავი. ძალაუფლებისთვის ბრძოლით შეპყრობილი, რელიგიური და სახელმწიფო მმართველების ხელში ფედრას ბედნიერების ძიება მომაკვდინებელ იარაღად იქცევა. ბერძნული მითის თანამედროვე ინტერპრეტაციით, მწერალი, დრამატურგი და რეჟისორი ნინო ხარატიშვილი ადამიანის თავისუფლების და საზოგადოებრივი ნორმების ურთიერთკავშირების, პოლიტიკურ-რელიგიური ინტრიგების შესახებ მოგვითხრობს. ასაკობრივი შეზღუდვა 16+ დაგვიანებული მაყურებელი სპექტაკლზე არ დაიშვება
თარიღი
სამშაბათი, 13 დეკემბერი
20:00
6 GEL-დან
ხუთშაბათი, 15 დეკემბერი
20:00
6 GEL-დან
პარასკევი, 16 დეკემბერი
20:00
6 GEL-დან
სამშაბათი, 10 იანვარი
20:00
6 GEL-დან
ოთხშაბათი, 11 იანვარი
20:00
6 GEL-დან
ხუთშაბათი, 12 იანვარი
20:00
6 GEL-დან