Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

მაკნატუნა. • მარიამ უგრეხელიძის კამერული საბალეტო დასი

გრიბოედოვის თეატრი

საბალეტო კამერული დასი 26 და 27 აპრილს წარმოგიდგენთ პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტ “მაკნატუნას”, ერნსტ თეოდორ ჰოფმანის ზღაპრის მიხედვით, გრიბოედოვის თეატრში. ,,მაკნატუნა'' -ჰოფმანის ჯადოსნური  ზღაპარია, რომელიც ერთნაირად შეუყვარდათ დიდებსაც და პატარებსაც. 

ზღაპარი მოგვითხრობს მამაც გოგონა კლარაზე, მოჯადოებულ პრინც მაკნატუნასა და ბოროტი თაგვების მეფის შესახებ. ასევე - სიკეთისა და ბოროტების ბრძოლაზე და ლამაზი გრძნობების გამარჯვების შესახებ.          

მაყურებლებს ელით ბალეტის საოცარი ზეიმი, სადაც ყველა მელოდია ყველასთვის ნაცნობია და საყვარელი. მარიამ უგრეხელიძის კამერული ბალეტის მიერ დადგმული ბალეტი „მაკნატუნა“ არის საოცარი, იდუმალი, კეთილი ზღაპარი, ჯადოსნური სიუჟეტით, ლამაზი კოსტიუმებით და სცენების კაშკაშა კალეიდოსკოპით. დაუვიწყარი საღამო გელით! 

საბალეტო კამერული დასის სამხატვრო ხელმძღვანელი და დამდგმელი ქორეოგრაფი მარიამ უგრეხელიძე.   

საღამოს ორგანიზატორი და კოსტიუმების მხატვარი : მადონა ნიორაძე 

მონაწილეები:

კლარა შტალბაუმი  - მარიამ ცინცაძე 

მაკნატუნა / პრინცი - მელორ ჟორჟოლიანი (26.04), ლევ გეორგიევსკი (27.04)

ლედი შტალბაუმი / ყვავილების დედოფალი - მარიამ უგრეხელიძე 

ბენჟამინ შტალბაუმი - ნიკოლოზ გუმბერიძე 

ფრიც შტალბაუმი - ნინი ურუშაძე 

ლუიზა შტალბაუმი - მარიამ გოგოძე 

დროსელმეიერი, (კლარას ნათლია) / თაგვების მეფე - გიორგი სანიკიძე 

ზაფხულის ფერია - ნატალია ცხადაძე (26.04), მარიამ გოგოძე (27.04)


კამერული დასის მსახიობები სამეჯლისო სპორტული ცეკვების აკადემია «თელას»  მოცეკვავეები, მ.უგრეხელიძის საბალეტო სკოლის აღსაზრდელები

თარიღი
დღეს
19:00
25 GEL-დან

მსგავსი ღონისძიებები

მაკნატუნა.
გრიბოედოვის თეატრი