Ajax Loader
Geo

თვინიერი • Biletebi.ge

თეატრი რუსთაველის 19
ფიოდორ დოსტოევსკი „თვინიერი“ დრამა ერთ მოქმედებად გადამდგარი ოფიცერი, პოლკიდან გაძევებული მშიშრობის გამო, ჯერ მათხოვრობით ირჩენს თავს, შემდეგ კი, გარდაცვლილი ნათესავისგან მიღებული მემკვიდრეობით ხდება წარმატებული მევახშე და გადაწყვიტავს ცოლად შეირთოს ხელმოკლე ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მასთან დასაგირავებლად ხატი მიაქვს.მოახლე ქალის - ლუკერიას ხელშეწყობით ის აღწევს მიზანს. მევახშე დარწმუნებულია, რომ მისი რჩეული, უბედობისა და თვინიერი ხასიათის გამო, გაუგებს მის შინაგან განცდებს: პოლკიდან გაგდებულს და მძიმე ცხოვრებით დამცირებულს, მას ეჯავრება ადამიანები,საზოგადოება და დარწმუნებულია, რომ ასევე მძიმე ცხოვრებით გატანჯული, თვინიერი არსება გაიგებს მის სულიერ მდგომარეობას. თვითდამკვიდრებას ის ცოლის სრულ მორჩილებაში ხედავს - მათ ერთად უნდა იძიონ შური ადამიანებზე, სასტიკად უნდა მოეპყრონ მათ, სხვის უბედურებასა და გასაჭირზე საკუთარი არსებობა უზრუნველყონ. მევახშე დარწმუნებულია, რომ მისი „ თვინიერი ცოლი“, როდესაც დაინახავს და ეზიარება მის სულიერ განცდებს, „დაეცემა მის წინაშე და სინანულით აღავლენს ლოცვას“. ქორწინების პირველივე დღიდან იწყება ორთაბრძოლა თვინიერსა და მევახშეს შორის, ერთის მხრივ-სასტიკი და დამთურგვნელი სურვილი სხვისი დამორჩილებისა, და მეორეს მხრივ - მდუმარე დაუმორჩილებლობა ამაყი „თვინიერისა“, რომლის გარეგნული მორჩილების ქვეშ მეამბოხე სული ბობოქრობს. თვინიერი გამოსავალს თვითმკვლელობაში ხედავს და ამ თვითმკვლელობით საბოლოოდ ამარცხებს სხვისი დათრგუნვის მანიაკალური იდეით შეპყრობილ, ცხოვრებაზე შურისმაძიებელ მონსტრს.
თარიღი
ფასები
ხუთშაბათი, 27 აპრილი
20:00
10 ₾