Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

საქართველოს მუზეუმი

საქართველოს ეროვნულ მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას ჩინური ხელოვნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, რომელიც ეძღვნება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70 წლის იუბილეს. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ასევე გაიმართება გამოფენისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია (ავტორები: ირინა კოშორიძე, მარინა დგებუაძე, ნათია დემურიშვილი, ნინო სიმონიშვილი).

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი საგამოფენო სივრცეა, სადაც წარმოდგენილია როგორც დროებითი, ისე მუდმივმოქმედი ექსპოზიციები. მათ შორისაა: „არქეოლოგიური საგანძური“, „ნუმიზმატიკური საგანძური“, „შუა საუკუნეების საგანძური“, „ქვის ხანის საქართველო“, „საქართველოს არქეოლოგია ძვ.წ VIII ათასწლეულიდან ახ.წ. IV საუკუნემდე“, „XVIII-XX საუკუნეების ქართული კოსტიუმი და იარაღი“, „აღმოსავლური კოლექციების ახალი სიცოცხლე“, საბჭოთა ოკუპაციის პერიოდის ამსახველი გამოფენა და სხვა.