Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

BILETEBI.GE UniBilling™ - ონლაინ/სალაროში გაყიდვების და დაშვების კონტროლის ინტეგრირებული სისტემა

BILETEBI.GE UniBilling™ გთავაზობთ კომპლექსურ გადაწყვეტას, რომელიც ერთ სისტემაში აერთიანებს კლიენტების აღრიცხვა / მომსახურებას, დაშვების კონტროლს და ონლაინ / ადგილზე გაყიდვებს.

პროგრამის გამოყენება შეიძლება შემდეგი ტიპის ობიექტებზე:

  • საცურაო აუზები
  • სავარჯიშო დარბაზები
  • ბალნეოლოგიური კურორტები
  • სპა სალონები და სოლარიუმები
  • აბანოები
  • მუზეუმები
  • სპორტ სკოლები

რას მიიღებთ სისტემაში ჩართვით?

გამოცდილება გვაჩვენებს რომ კლიენტების აღრიცხვის და დაშვების კონტროლის ავტომატიზებული სისტემების დაყენების შემდეგ ორგანიზაციის შემოსავლები იზრდება 40%-მდე.

შემოსავლების ზრდა ხორციელდება პირველ რიგში აღურიცხავი კლიენტების და მათი ვიზიტების გამოაშკარავებით, ასევე პერსონალის ქმედების 100% კონტროლით.

ონლაინ გაყიდვის მოდული გაძლევთ საშუალებას მრავალჯერ გაზარდოთ თქვენი ციფრული (მათ შორის Facebook) რეკლამის ეფექტურობა (რეკლამაში ონლაინ შესყიდვის ბმულის დართვით), რაც პირდაპირ აისახება თქვენს შემოსავლებზე.

SMS-ის ავტომატური დაგზავნის სერვისი უზრუნველყოფს კლიენტების გაფრთხილებას აბონიმენტის ვადის გასვლის შესახებ, რაც ამცირებს შეკვეთებს შორის პაუზებს და ზრდის თქვენს შემოსავალს.

სისტემის დაყებენის შემდეგ თქვენი კლიენტები შეძლებენ ტელეფონებიდან მართონ საკუთარი ანგარიშები (ნახონ დარჩენილი ვიზიტები, შეკვეთები, დაშვების გრაფიკები) და მოახდინონ ანგარიშსწორება დამახსოვრებული საბანკო ბარათით.

ასევე თქვენ ჩაერთვებით სალაროების ქსელში, რომელიც მოიცავს 13 გაყიდვის წერტილს ქვეყნის მაშტაბით.

BILETEBI.GE UniBilling™ სისტემით თქვენ შეძლებთ (მოკლე ჩამონათვალი):

  • გაყიდოთ თქვენი მომსახურება როგორც ადგილზე ისე ინტერნეტით.
  • შექმნათ ყველა მომხმარებელზე პროფილი (ანკეტა).
  • ნახოთ მომხმარებლების ვიზიტების, შეკვეთების და გადახდების ისტორია.
  • შექმნათ ულიმიტო რაოდენობის მომსახურების პაკეტები, დაშვების სხვადასხვა სქემით.
  • მართოთ შესასვლელი ტურნიკეტები
  • დააპროგრამოთ ობიექტზე დასაშვები ელექტრო სამაჯურები, პლასტიკური ბარათები ან ამობეჭდოთ ერთჯერადი შესასვლელი ბილეთები.
  • მისცეთ კლიენტს საშუალება დაკეტოს/გააღოს გასახდელის კარადა ელექტრო სამაჯურით.
  • აწარმოოთ გადახდები კლიენტის ანგარიშზე წინასწარ დადებული დეპოზიტით.
  • ამუშავოთ ინტეგრირებული შიდა ბარის პროგრამა (პოსი, სამზარეულო, საწყობი). გადახდა: ნაღდი ფულით, პლ. ბარათით ან ელექტრონულ სამაჯურზე მიბმული დეპოზიტით ადგილზე ან გასვლისას.
  • ერთ მონაცემთა სივრცეში მოაქციოთ ყველა სახის გაყიდვები.
  • ავტომატურად დაუგზავნოთ კლიენტებს საინფორმაციო სმს შეტყობინებები პაკეტის ვადის გასვლისას, ვადის გასვლამდე 3 დღით ადრე, დეპოზიტის გახარჯვისას, პროფილის შეცვლისას დ.ა.შ.
  • შექმნათ მომლოდინე კლიენტების ბაზა, ვისაც ავტომატურად დაეგზავნება სმს ჯგუფში ადგილის გათავისუფლების შემთხვევაში.
  • მისცეთ თქვენს კლიენტს საშუალება ონლაინ, ტელეფონიდან ამოწმოს დარჩენილი ვიზიტების რ-ბა, მათი გრაფიკი, ასევე შეკვეთების და გადახდების ისტორია. ამით, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად მოაკლდება დატვირთვა თქვენს პერსონალს, მიმღებში და მეორე მხრივ აიყვანთ თანამედროვე დონეზე თქვენი კლიენტების მომსახურების სტანდარტს.

გაიგეთ მეტი

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგი არხებით:

სქრინშოტები

Groups And Members
Users
Services
Bar
Payment
Reporting
Lockers
eBraclet
×