Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

სამედიცონო დაწესებულებები

ყველა Uni-Billing სერვისი

UniBilling HIS

UniBilling HIS წარმოადგენს პრო-დონის ჰოსპიტალურ კომპიუტერულ სისტემას, რომელსაც აქვს შემდეგი შესაძლებლობები:

  • პაციენტების რეგისტრაცია და ელექტრონული ანკეტები
  • სამედიცინო სერვისების ნომენკლატურის მართვა და ფასების კონტროლი (შიდა სტანდარტი, განფასება სადაზვევოების მიხედვით, სხვადასხვა ფასდაკლებები...)
  • ექიმების დანიშნულებების ელექტრონული მართვა და ინტეგრაცია რეგისტრატურასთან და სალაროსთან
  • რიგების მართვა კაბინეტების მიხედვით
  • ინტეგრაცია ლაბორატორიასთან (UniBilling LIS)
  • სერვისების ონლაინ გაყიდვა (EQIMTAN.GE- დასრულების სტადიაში, BILTEBI.GE) მაგ: https://biletebi.ge/tbilisi-balneological-resort/PlanVisit 
  • ექიმების რეიტინგები, მათთან ნამყოფი ვერიფიცირებული პაციენტების ღია და ფარული ონლაინ გამოკითხვის საფუძველზე (მაგ: https://biletebi.ge/tatishvili-isani-clicnic/TopPersonnel  )
  • პაციენტის პირადი ონლაინ-კაბინეტი (ანალიზის პასუხები, ექიმთან ჩაწერა, დანიშნულებები, ანკეტა დ.ა.შ.) მაგ: https://biletebi.ge/tbilisi-balneological-resort 
  • ექიმების გამომუშავება და ხელფასების მოდული
  • საწყობი და ინტეგრაცია RS.GE-სთან

UniBilling LIS

UniBilling LIS წარმოადგენს სამედიცინო ლაბორატორიის ავტომატიზაციის სიტემას, რომელსაც აქვს შემდეგი შესაძლებლობები:

  • ორმხრივი ელექტრონული ინტეგრაცია სამედიცინო აპარატურასთან
  • პაციენტების და ანალიზის ნიმუშების მონაცემთა ბაზა და მართვის მოდული
  • სხვადასხვა ტიპის ანალიზის პასუხების ბეჭდვის, PDF ფაილად შენახვის და მეილზე გადაგზავნის ფუნქცია
  • ინტეგრაცია UniBilling HIS ჰოსპიტალურ სისტემასთან

UniBilling HIS, LIS და ონლაინ გაყიდვების სერვისებთან ინტეგრაცია

ჩვენი ჰოსპიტალური, ლაბორატორიული და ონლაინ გაიდვების კომპიუტერული სისტემების ინტეგრაციით ჩვენ გაძლევთ უნიკალურ საშუალებას მინიმუმამდე შეამციროთ პაციენტისთვის ლაბორატორიული სერვისის მიწოდების დრო და შეცდომის ალბათობა. კერძოდ:

  1. ანალიზის ლაბორატორაში ჩატარების და პასუხების დამუშავების დასრულებისას, პაციენტი მომენტალურად იღებს იმაილ და სმს შეტყობინებას (დოკუმენტის ბმულით) ანალიზის პასუხებით.
  2. ანალიზის ბინაზე გამოძახების ონლაინ (ან სატელეფონო) განთავსების მომენტში ლაბორატორია ავტომარურად იღებს ინფორმაციას ჩასატარებელი ანალიზის შესახებ და შემოსულ მასალას ხვდება მომზადებული, რითიც მინიმუმამდე დადის ანალიზის დამუშავების დრო და შეცდომის ალბათობა.
  3. გამომდინარე იქიდან, რომ სისტემა არის სრულად ავტომატიზირებული, მინიმუმდე დადის ადამიანური შეცდომის ალბათობა ანალიზების პასუხების მიწოდებაში.