1. ღონისძიებაზე დაუშვებელია შემდეგი ნივთებით შემოსვლა: ცივი იარაღი, ნებისმიერი ტიპის ბასრი და მჭრელი საგნები, პროფესიონალური ფოტო ან ვიდეო აპარატი, ნებისმიერი ტიპის (ალკოჰოლური-უალკოჰოლო) სასმელი, საკვები, აალებადი ნივთები და ცხოველები.
2. არ შეიძინოთ ბილეთები მესამე პირისგან, ე.წ. გადამყიდველებისგან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, საორგანიზაციო ჯგუფი, არ იღებს პასუხისმგებლობას, შესაძლო გაუგებრობებით წარმოქმნილ პოტენციურ ფინანსურ და მორალურ ზარალზე. ოფიციალური ბილეთების შეძენა შესაძალებელია, მხოლოდ BILETEBI.GE-ზე.
3. ღონისძიების ტერიტორიაზე შემოსული სტუმრები, ლოკაციის დატოვების შემთხვევაში, უკან არ დაიშვებიან.
4. ღონისძიებაზე შემოსვლისას მკაცრად გაკონტროლდება ასაკი, ამიტომ გთხოვთ თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი, ნებისმიერი აქტიური დოკუმენტი (ID ბარათი, პასპორტი ან მართვის მოწმობა). ან გადაამოწმეთ საკუთარი პირადი მონაცემები, ცესკოს ოფიციალურ ვებ გვერდზე - https://voters.cec.gov.ge
5. კარზე ასევე იმოქმედებს ფეის კონტროლი. ბილეთის ქონის მიუხედავად კი ორგანიზატორი უფლებას იტოვებს, არ შემოუშვას სტუმარი(ები), მისი ფიზიკური კონდიციისა თუ სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით, რასაც ფეის კონტროლი თავად გადაწყვეტს ადგილზე.
6. ღონისძიებაზე შეძენილი ბილეთის(ების) დაბრუნება არ ხდება, მათ შორის არც ლოკაციის ცვლილების შემთხვევაში. ბილეთების დაბრუნება განცხორციელდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ღონისძიება გაუქმდება ან შეიცვლება მისი ჩატარების თარიღი.