ზოგადი წესები
- ჩვენი ავტობუსები ჩერდება მხოლოდ იმ „გაჩერებებზე“, რომლებიც განკუთვილია „მეტრო ჯორჯიას“ ავტობუსებისათვის. შესაბამისად, თქვენი მოთხოვნა თქვენთვის სასურველ ადგილას გაჩერებაზე, ვერ დაკმაყოფილდება მძღოლის მიერ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული წესი ჩვენი მომსახურებით სარგებლობამდე.
- გაჩერების შემთხვევაში, აკრძალულია მძღოლის ან გამცილებლის ნებართვის გარეშე ავტობუსის დატოვება ან მასში ჩასხდომა.
- გთხოვთ, მგზავრობისას დაიცვათ საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესები და ნუ გამოხატავთ უტაქტობას რომელიმე სხვა მგზავრის ან ჩვენი პერსონალის მიმართ.
- ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, უარი ვუთხრათ ნებისმიერ პიროვნებას ჩვენი მომსახურებით სარგებლობაზე, თუ ის წარმოადგენს საფთხეს სხვებისთვის, გამოიყურება არაჰიგიენურად, იმყოფება ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, ან ნებისმიერ სხვა მდგომარეობაში, როდესაც მას შეუძლია გამოიწვიოს მგზავრთა შეწუხება ან ავტობუსში არეულობა და ხმაური.
- თქვენ შესაძლოა მოგეთხოვოთ ჩვენი ავტობუსის დატოვება იმ შემთხვევებში, როდესაც შემჩნეული იქნებით:
* თამბაქოს მოწევაში (მათ შორის ელექტრონული სიგარეტი)
* ალკოჰოლის მოხმარებაში
* ნარკოტიკული საშუალებების მიღებაში
* ავტობუსის დაზიანებაში
* სხვა მგზავრების ან ჩვენი პერსონალის შეურაცჰყოფაში
* საზოგადოებრივი არეულობის გამოწვევაში
* ჰიგიენური ნორმების დარღვევაში
- გთხოვთ, შეინარჩუნოთ სისუფთავე და ნუ დაყრით ან მიმოფანტავთ ნაგავს ავტობუსში. ამისათვის, შეგიძლიათ ისარგებლოთ ავტობუსში არსებული ურნებით ან მიმართოთ გამცილებელს სანაგვე პარკის მოწოდებისათვის.
- მგზავრობის დროს მუსიკის მოსმენა და ფილმების ყურება ნებადართულია. მაგრამ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ სხვა მგზავრებიც და ისარგებლოთ ყურასასმენით, იმისათვის რომ თქევენი ხმაურით ისინი არ შეაწუხოთ.
- გთხოვთ, ავტობუსში ნუ გაავრცელებთ სარეკლამო მასალებს ან ნუ დაიწყებთ რომელიმე კომპანიის პროდუქტების გაყიდვას ჩვენი წერილობითი თანხმობის გარეშე.
ბილეთის დაბრუნება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ გამგზავრებამდე დარჩენილია 6 საათზე მეტი.
რეისის გასვლამდე 6 საათით ადრე – ბრუნდება ბილეთის ღირებულების 75%.
რეისის გასვლამდე 24 საათით ადრე – ბრუნდება ბილეთის ღირებულების 80%.
რეისის გასვლამდე 48 საათით ადრე – ბრუნდება ბილეთის ღირებულების 90%
უსაფრთხოების წესები
- მგზავრობისას აუცილებელია გაითვალისწინოთ ჩვენი პერსონალის ყველა მითითება, იმისათვის რომ ხელი არ შეუშალოთ უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობას. ასევე, გთხოვთ ნუ შეეკამათებით ან აგრესიულად ნუ მიმართავთ ჩვენს პერსონალს, მაშინ როდესაც ისინი ცდილობენ დაიცვან უსაფრთოება და მოგიწოდებენ სიმშვიდისკენ.
- გთხოვთ, ნუ შეეცდებით საუბრითა და ქმედებით მძღოლის ყურადღების გაფანტვას, როდესაც ის მართავს სატრანსპორტო საშუალებას.
- გთხოვთ, ავტობუსის გაჩერებამდე (იქ სადაც ნებადართულია) ან მგაზვრობის დასრულებამდე ნუ წამოდგებით სავარძლიდან და ნუ იმოძრავებთ ავტობუსში ჩვენი პერსონალის ნებართვის გარეშე.
- გაითვალისწინეთ, რომ მგზავრობისას ავტობუსში ფეხზე დგომა აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ჩვენი პერსონალი გრთავთ ამის ნებას.
- გთხოვთ, ნუ მოწევთ თამბაქოს ავტობუსში ან ავტობუსის ამოსასვლელთან.
- გთხოვთ, არ შემოიტანოთ ავტობუსში მძაფრი სუნის მქონე ცხელი საკვები, ან სხვა პროდუქტი, ასაევე ცხელი სასმელის შემოტანის შემთხვევაში, გაითვალისწინეთ შესაბამისი უსაფრთხოების ნორმები (არ დაღვაროთ ცხელი სითხე, არ მიიღოთ დამწვრობა ან საფრთხე არ შეუქმნათ სხვა მგზავრების ჯანმრთელობას).
- იმ შემთხვევაში, თუ მგაზვრობისას დაშავდით ან თავი შეუძლოთ იგრძენით, გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ ჩვენს პერსონალს, იმისათვის რომ გაგიწიონ შესაბამისი დახმარება.
- მგზავრობისას რაიმე უცნაური ან საეჭვო სიტუაციის შემჩნევისას, გთხოვთ დაუყოვნებლივ აცნობოთ ამის შესახებ ჩვენს პერსონალს.
- გთხოვთ, ნუ ისარგებლებთ საავარიო გასასვლელით გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნამდვილად იმყოფებით საგანგებო სიტუაციაში.
- ჩვენი ავტობუსები აღჭურვილია ვიდეო კამერებით, რომლებსაც შეუძლიათ დააფიქსირონ ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედება, როგორც ავტობუსში, ასევე მის ირგვლივაც. შესაბამისად, კლიენტთა და კომპანიის პირადი ინტერესების დაცვის მიზნით, აღნიშნული ვიდეო მასალები შესაძლოა გადაეცეს სამართალდამცავ ორგანოებს, შემდგომი გამოძიების მიზნით.
- თქვენს მიერ ზემოღნიშნული უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში, ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელნი: თქვენთვის დროზე ადრე შეწყვეტილი მგზავრობის შემთხვევაში, ზარალისა და დანაკარგის ანაზღაურებაზე.
ველოსიპედი
ჩვენი ავტობუსებით ველოსიპედის გადაზიდვა შესაძლებელია, მხოლოდ მძღოლის ან გამცილებელის ნებართვის შემთხვეაში. ჩვენი გადაწყვეტილება დამოკიდებულია ავტობუსის საბარგულში თავისუფალი ადგილის არსებობაზე, ასევე ველოსიპედის მდგომარეობაზე.
შინაური ცხოველები
ჩვენი ავტობუსით შიანური ცხოველების(კატა, ძაღლი) ტრანსპორტირება დაშვებულია 3-5 კგ.მდე, სპეციალური ჩანთით. ამისთვის უნდა შეიძინო დამატებითი სტანდარტული ადგილი, თუმცა კონკრეტული რეისის მიხედვით უნდა მოხდეს ჩვენი მხრიდან დასტური.
ბარგი
ჩვენს ავტობუსებში ბარგის განთავსება შესაძლებელია სპეციალურად გამოყოფილ საბარგულში. ავტობუსის საბარგულში ბარგის განთავსებას ჩვენი პერსონალი უზრუნველყოფს. ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ შეიძლება უარი გითხრათ ბარგის ტრანსპორტირებაზე, იმ შემთხვევაში თუ ის შეიცავს ადვილად აალებად ან ფეთქებად ნივთიერებებს, ცეცხლსასროლ იარაღს (გარდა გამონაკლისისა) ან მგზავრობისათვის საშიშ სხვა მასალებსა თუ თხევად ნივთიერებებს.
დაკარგული ნივთები
თუ ფიქრობთ, რომ დაგრჩათ რაიმე ნივთი ან დაკარგეთ ბარგი ჩვენს ავტობუსში, მაშინ მოგვმართეთ ნომერზე: 0 422 24 22 44. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვიპოვით თქვენს დაკარგულ ნივთს ან ბარგს, მისი დაბრუნება მოხდება ავტოსადგურიდან.
იმისათვის, რომ დაკარგული ნივთი ან ბარგი დაიბრუნოთ, აუცილებელია წარადგინოთ რაიმე დამადასტურებელი საბუთი მისი კუთვნილების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნა ნივთის დაბრუნებაზე შესაძლებელია უარყოფილი იქნას ჩვენს მიერ.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ ავტობუსში დატოვებულ ან დაკარგულ ნივთებზე ჩვენი კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს და შესაბამისად არც მათი ანაზღაურება მოხდება „მეტრო ჯორჯიას“ მიერ.
თუმცა, გარწმუნებთ, რომ ყველაფერს ვიღონებთ და გამოვიყენებთ ავტობუსებში არსებულ ვიდეო კამერების ჩანაწერებსაც, თქვენი დაკარგული ბარგის საპოვნელად.
ჩვენი ბილეთების შესახებ
ინფორმაცია ავტობუსის ბილეთით სარგებლობის წესების და შეძენის პირობების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ ამ ბმულზე.
ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ
პერსონალური ინფორმაციის დაცულობის შესახებ დოკუმენტს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
ფორს მაჟორი
ჩვენ ვთავისუფლდებით პასუხისმგებლობისგან და არ ვიღებთ თქვენთვის შემდეგი შემთხვევებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების ვალდებულებას:
- თქვენ არ იქცევით ჩვენი მგზავრობის წესების დოკუმენტში მითითებული სტანდარტების შესაბამისად;
- სტიქიური უბედურებების, საგზაო პრობლემების, გაფიცვების ან სხვა მსგავსი, ჩვენს მიერ არაკონტროლირებადი მოვლენების წარმოქმნისას, რამაც შესაძლოა შეაფერხოს ჩვენი მხრიდან მგზავრთა სრულფასოვანი მომსახურება;
- სხვა პრობლემების დაფიქსირებისას, როდესაც გაგვაჩნია შესაბამისად არგუმენტირებული მიზეზი, რისთვისაც ჩვენს სამუშაოს ვერ ვახორციელებთ.
პრეტენზიის დაფიქსირება
ჩვენი მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, მგზავრს უფლება აქვს მოგვმართოს წერილობითი პრეტენზიით. ამისათვის, უნდა შეავსოთ ეს პრეტენზიის ფორმა.პრეტენზიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გეცნობებათ წერილობით ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში.