* სტუმრების მოსალოდნელი დიდი ნაკადის გამო, იმისათვის რათა, თავი აარიდოთ საცობებს და უსასრულო რიგში დგომას, 9 მაისს გთხოვთ გამოიყენოთ, მთაწმინდის პარკისა და რუსთაველის გამზირის დამაკავშირებელი საბაგირო, რომელიც სპეციალურად 9 მაისის ღონისძიებისთვის, იმუშავებს 24 საათი.
* 21 გონდოლათი აღჭურვილი საბაგირო გზა მთაწმინდის პარკამდე 4 წუთში ამოგიყვანთ, თითოეული გონდოლათი 8 ადამიანს შეუძლია მგზავრობა.
* 9 მაისს, მთელი ღამის მანძილზე, მთაწმინდაზე ამოსვლას ასევე შეძლებთ, ფუნიკულიორი ტრამვაის საშუალებით. ფუნიკულიორი ტრამვაის ვაგონები ყოველ 10 წუთში გადის სადგურიდან, მთლიანი მანძილის დაფარვას კი მხოლოდ 3 წუთს ანდომებს. ფუნიკულიორის ვაგონებით მგზავრობა ერთდროულად 60 ადამიანს შეუძლია.
* გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ, რომ სტუმრების მოსალოდნელი დიდი ნაკადის გამო, მთაწმინდაზე შეზღუდული იქნება ავტომობილით გადაადგილება და ასევე შეიზღუდება საპარკინგე ადგილებიც, შესაბამისად გთხოვთ ნუ ამოხვალთ პირადი ავტომობილებით და გამოიყენეთ, ზემოთ ხსენებული მთაწმინდის პარკისა და რუსთაველის გამზირის დამაკავშირებელი საბაგირო ან/და ფუნიკულიორის ტრამვაი, რომელიც იმუშავებს 24 საათი.
* ასევე გაითვალისწინეთ, რომ დროულად ამოხვიდეთ ლოკაციაზე, რათა თავი აარიდოთ რიგში დგომას და სრულფასოვნად შეძლოთ ღონისძიების მთავარი არტისტის მოსმენა. Adam Port დაუკრავს, 02:00-საათიდან.
📍 რუსთაველის საბაგიროს ქვედა სადგური მდებარეობს რუსთაველის გამზირის 52 ნომერში, მეტრო რუსთაველის მიმდებარედ, მეცნიერებათა აკადემიის შენობასთან.
📍 ფუნიკულიორი ტრამვაის ქვედა სადგური მდებარეობს. სოლოლაკში, დანიელ ჭონქაძის ქუჩა 22 ნომერში.