განახლების თარიღი: 2024 წლის 04 დეკემბერს.
დასახელება: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ელ.ბილეთები
ს/ნ: 205268869
მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, საბურთალოს რაიონი, პეკინის გამზირი N.41ა, მესამე სართული
ტელეფონის ნომერი: 032 2 502 005
ელ.ფოსტა: [email protected]
წინამდებარე დოკუმენტში მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ბილეთი - ორგანიზატორის ღონისძიებაზე დაშვების უფლების დამდასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც ბილეთების ოპერატორი გასცემს ელექტრონული ფორმით და გააჩნია უნიკალური QR კოდი.
ბილეთების ოპერატორი - პლატფორმის მესაკუთრე და კანონიერი განმკარგავი შპს ელ.ბილეთები (ს/ნ: 205268869).
მომხმარებელი - ნებისმიერი პირი, რომელიც სარგებლობს წინამდებარე პლატფორმით, მათ შორის პლატფორმის ვიზიტორები და მომსახურების მიმღებნი.
ორგანიზატორი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პლატფორმის მეშვეობით ახდენს საკუთარი ღონისძიების ბილეთების რეალიზაციას.
პლატფორმა - ბილეთების ვაჭრობის ელექტრონული პლატფორმა ვებ-საიტი www.biletebi.ge აპლიკაცია Biletebi.
პლატფორმის მომსახურების საკომისიო - მომხმარებლის მიერ ბილეთების ოპერატორისთვის გადახდილი ღირებულება პლატფორმის მომსახურებისთვის, რაც მათ შორის მოიცავს ბილეთის გენერირებას (QR კოდის მინიჭებას), მხარდამჭერთა გუნდისა და სხვა ტიპის მომსახურებას. პლატფორმის მომსახურების საკომისიო განისაზღვრება ბილეთების ოპერატორის მიერ ინდივიდუალურად თითოეული ღონისძიებისთვის. მომხმარებელი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია პლატფორმის მომსახურების საკომისიოს ოდენობის თაობაზე ბილეთის შეძენის გვერდზე.
ტრანზაქციის საკომისიო - ფინანსური ინსტიტუტის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ დადგენილი გადარიცხვის ან/და სხვა ოპერაციის განხორციელებისთვის დადგენილი საკომისიო.
ღონისძიება - პლატფორმაზე განთავსებული ნებისმიერი კულტურული, გასართობი, სპორტული, სატრანსპორტო, საგამოფენო თუ სხვა სახის ღონისძიება ან/და აქტივობა რომელიც ხორციელდება საჯაროდ.
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ხელშეკრულებას მომხმარებელსა და ბილეთების ოპერატორს შორის, რომელიც არეგულირებს მომხმარებელსა და ბილეთების ოპერატორს შორის არსებულ ურთიერთობასა, მათ შორის მომხმარებლის მიერ ბილეთების ოპერატორისგან მომსახურების მიღებას, პლატფორმის გამოყენებასა და სხვა მომიჯნავე საკითხები.
წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ თანახმაა მიიღოს ბილეთების ოპერატორის მიერ შეთავაზებული მომსახურება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად.
ბილეთების ოპერატორი არის შუამავალი ორგანიზატორებსა და მომხმარებლებს შორის. იგი პლატფორმის საშუალებით ორგანიზატორებს უწევს ბილეთების ელექტრონული ვაჭრობის მომსახურებას და აძლევს მათ საშუალებას მომხმარებლებს შესთავაზონ და მათზე გაყიდონ სხვადასხვა სახის ღონისძიების ბილეთები.
ბილეთების ოპერატორი უზრუნველყოს მომხმარებლების შესაძლებლობას, სახლიდან გაუსვლელად, პლატფორმის საშუალებით შეიძინონ სხვადასხვა ტიპის ბილეთები ერთ სივრცეში (შემდეგში „მომსახურება“).
ბილეთების ოპერატორი იღებს ვალდებულებას, რომ გაუწევს მომსახურებას მომხმარებელს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ნაკლიანი ან ვადაგადაცილებული მომსახურების შემთხვევაში მომხმარებელი სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით. კერძოდ, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა განუსაზღვროს ბილეთების ოპერატორს მომსახურების გაწევის/ნაკლის აღმოფხვრის გონივრული დამატებითი ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, მომსახურების ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონმდებლობით.
დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს: (1) ბილეთების ოპერატორის ხარჯით მომსახურების გაწევა ან ნაკლის აღმოფხვრა სხვა პირს შესთავაზოს; (2) მოითხოვოს მომსახურების ფასის ადეკვატური შემცირება ან (3) უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დამატებითი ვადის განსაზღვრა სავალდებულო არ არის, თუ აშკარაა, რომ ამას არავითარი შედეგი არ ექნება, ან მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულება მომსახურების დროულად მიღებას დაუკავშირა.
თუ ბილეთების ოპერატორმა დროულად არ დაიწყო მომსახურების გაწევა ან მომსახურების პროცესი უსაფუძვლოდ ჭიანურდება, რაც მომსახურების დათქმულ ვადაში გაწევას შეუძლებელს ხდის, ბილეთების ოპერატორს არ აქვს უფლება, მოითხოვოს მომსახურების პროცესში გაწეული ხარჯების ანაზღაურება, აგრეთვე გაწეული მომსახურების საზღაური, თუ მომხმარებელმა ხელშეკრულების ნაწილობრივი შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა.
ბილეთების ოპერატორი არ არის ღონისძიების ორგანიზატორი ან თანაორგანიზატორი. შესაბამისად იგი ვერ იქნება პასუხისმგებელი იმ შედეგებზე, რომელიც გამომდინარეობს მომხმარებელსა და ორგანიზატორს შორის არსებული ურთიერთობიდან.
ბილეთების ოპერატორი არის ორგანიზატორებისგან დამოუკიდებელი სუბიექტი, მაშინაც კი თუ ორგანიზატორი იყენებს ბილეთების ოპერატორის სასაქონლო ნიშანს, ეს აღნიშნავს მხოლოდ თანამშრომლობას ბილეთების ოპერატორსა და ორგანიზატორს შორის.
ორგანიზატორის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, საკონტაქტო ინფორმაცია) საჯაროა და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ღონისძიების გვერდიდან.
ორგანიზატორი ერთპიროვნულად აგენს პასუხს ისეთ საკითხებზე, რომელიც რაიმე ფორმით უკავშირდება შემდეგს:
პლატფორმის მომსახურებით სრულყოფილად სარგებლობისთვის აუცილებელია პროფილის შექმნა. პროფილის გასახსნელად მომხმარებელი უნდა მიჰყვეს პლატფორმაზე განთავსებულ ინსტრუქციას: გაიაროს რეგისტრაცია ან შექმნას პროფილი ერთჯერადი კოდის გამოყენებით.
პლატფორმის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ რეგისტრაცია და შექმნან პროფილი Google-ს ან Facebook-ის გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი დამატებით უნდა დაეთანხმოს Google-სა და Facebook-ის მიერ მითითებულ წესებსა და პირობებს, რომლის დაცვაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
პროფილის შექმნამდე და პლატფორმის მომსახურების მიღებამდე მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნულით არ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა და მესამე პირთა უფლებები.
პროფილის შექმნის დროს მითითებული მონაცემების სიზუსტეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. პლატფორმა უფლებას იტოვებს დამატებით მოთხოვოს მომხმარებელს პლატფორმაზე მითითებული მონაცემების სიზუსტის დადასტურება. მომხმარებლის მონაცემები დამუშავდება პლატფორმის კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
პროფილის დეტალების უსაფრთხო შენახვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს აქვს ეჭვი, რომ მესამე პირს აქვს მისი პროფილის დეტალები, მომხმარებელი ვალდებულია დაუყონებლივ შეცვალოს იგი ან დაუკავშირდეს პლატფორმას.
მომხმარებელს უნდა ჰქონდეს მხოლოდ ერთი პროფილი. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს აქვს რამდენიმე პროფილი, ბილეთების ოპერატორი უფლებამოსილია გააუქმოს/წაშალოს არააქტიური პროფილი/ები და დატოვოს ერთი მომხმარებლის სახელზე მხოლოდ ერთი პროფილი. გაუქმებამდე ბილეთების ოპერატორი გონივრული ვადით აცნობებს აღნიშნულის თაობაზე მომხმარებელს.
ბილეთების ოპერატორი იტოვებს უფლებას გააუქმოს/წაშალოს პროფილი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, თუ მომხმარებელი უხეშად ან/და განგრძობითად არღვევს წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებულ პირობებს ან საქართველოს კანონმდებლობას.
პლატფორმაზე ბილეთის შეძენა შეუძლიათ მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომელთაც აქვთ პროფილი. ბილეთის ყიდვისთვის მომხმარებელი უნდა მიჰყვეს პლატფორმის ინსტრუქციას.
ბილეთის შეძენამდე მომხმარებელი ვალდებულია დეტალურად გაეცნოს ღონისძიების გვერდზე მითითებულ ინფორმაციას, დარწმუნდეს, რომ იგი აკმაყოფილებს ორგანიზატორის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მას ნამდვილად სურს ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთის შეძენა.
ბილეთის საბოლოოდ შეძენამდე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დააიდენტიფიციროს ბილეთების ყიდვის დროს დაშვებული შეცდომა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გამოასწოროს იგი.
მომხმარებელს პლატფორმაზე ბილეთის შეძენა შეუძლია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.
მომხმარებლის მიერ ბილეთის შეძენისთანავე, მომხმარებლისთვის ელექტრონული ბილეთი ხელმისაწვდომი იქნება პლატფორმაზე, ამასთანავე მომხმარებელი ელექტრონულ ბილეთს მიიღებს ელ.ფოსტაზე ან/და მითითებულ ტელეფონის ნომერზე, SMS შეტყობინების სახით.
მომხმარებელი ვალდებულია, ბილეთის მიღებისთანავე შეამოწმოს ბილეთების სისწორე. მათ შორის, პერსონიზირებული ბილეთების შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა შეამოწმოს სწორად არის თუ არა დატანილი მისი პერსონალური მონაცემები ბილეთზე. ბილეთის ნებისმიერი ხარვეზის ან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ბილეთების ოპერატორს აღნიშნულის თაობაზე.
ბილეთების ოპერატორი უფლებას იტოვებს ლეგიტიმური მიზნებით შეზღუდოს ერთი მომხმარებლის მიერ ერთ ღონისძიებაზე ბილეთების შეძენის რაოდენობა გონივრულ ოდენობამდე.
პლატფორმაზე ზოგიერთ ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა დასაშვებია მხოლოდ ორგანიზატორის მიერ წინასწარ ვერიფიცირებული პირების მიერ. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს დამატებითი ვერიფიკაცია ორგანიზატორის მიერ დადგენილი პროცედურის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მიმართავს ორგანიზატორს და ვერ გაივლის წინასწარ ვერიფიკაციას ღონისძიების ჩატარებამდე, იგი უფლებამოსილია დააბრუნოს ბილეთი წინამდებარე დოკუმენტის შესაბამისად.
მომხმარებელთა მაღალი მომართვიანობის შემთხვევაში პლატფორმაზე შესაძლოა განთავსდეს რიგი, ასეთ შემთხვევაში ბილეთების შეძენას შეძლებენ მხოლოდ ის მომხმარებლები, რომლებიც წარმატებით გაივლიან რიგს. თუ კონკრეტული რიგის ნომრის დადგომამდე ბილეთები სრულიად გაიყიდა, ასეთი რიგის ნომრის მქონე მომხმარებელი ბილეთის შეძენას ვერ შეძლებს.
რიგის ნომრის მოსვლის შემდეგ მომხმარებელი უფლებამოსილია განახორციელოს ბილეთების შეძენა ლიმიტების ფარგლებში. ყიდვის დასრულების შემდეგ (მათ შორის, იმ შემთხვევაშიც თუ ბილეთების შეძენის ლიმიტი არ არის ამოწურული) რიგის ნომერი ავტომატურად უქმდება და მომხმარებელი უბრუნდება პლატფორმის საწყის გვერდს. თუ მომხმარებელს სურს დამატებითი ბილეთების შეძენა, იგი ხელმეორედ უნდა ჩადგეს რიგში.
მომხმარებელმა არ უნდა გაიზიაროს თავისი რიგის ნომერი ან/და მისი კოდი/ბმული მესამე პირებს. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელმა შესაძლოა დაკარგოს რიგის ნომერი.
ბილეთი ექვემდებარება დაბრუნებას მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
თუ ბილეთი ექვემდებარე დაბრუნებას ორგანიზატორის გადაწყვეტილებით, აღნიშნულის თაობაზე გაკეთებული იქნება პირდაპირი მითითება ღონისძიების გვერდზე. ასეთ შემთხვევაში ბილეთი დაბრუნდება ღონისძიების გვერდზე განთავსებული პირობების შესაბამისად.
იმ შემთხვევაში თუ ღონისძიების გვერდზე არ არის გაკეთებული პირდაპირი მითითება ბილეთის დაბრუნების უფლების თაობაზე და ამასთანავე არ არსებობს ამ დოკუმენტით გათვალისწინებული ბილეთის დაბრუნების სხვა საფუძველი, ბილეთების ოპერატორი არ არის ვალდებულია მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში დაიბრუნოს ბილეთი.
ბილეთის დაბრუნების შემთხვევაში ბილეთების ოპერატორი ვალდებულია უკან დაუბრუნოს მომხმარებელს ბილეთის ფასი. პლატფორმის მომსახურების საკომისიო და ტრანზაქციის საკომისიო არ ექვემდებარება დაბრუნებას, გარდა იმ შემთხვევისა თუ ბილეთის დაბრუნების საფუძველი არის ორგანიზატორის უარყოფითი პასუხი მომხმარებლის წინასწარ ვერიფიკაციაზე.
ბილეთის დაბრუნებისთვის მომხმარებელი უნდა მიჰყვეს ბილეთზე განთავსებულ ინსტრუქციას ან მიმართოს ბილეთების ოპერატორის მხარდაჭერის გუნდს ელ.ფოსტაზე - [email protected] ან Facebook მესენჯერის საშუალებით.
მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის სამუშაო საათებია: ყოველდღე 10:00-23:00. იმ შემთხვევაში თუ მომართვიდან ღონისძიების ჩატარებამდე დარჩენილია 48 საათზე უფრო ნაკლები ვადა, ბილეთის დაბრუნება არ განხორციელდება, თუ სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული ღონისძიების გვერდზე.
ბილეთის საფასურის უკან დაბრუნება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.
ბილეთის საფასური დაბრუნდება გონივრულ ვადებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ღონისძიების გადადების ან გაუქმების შემთხვევაში ინფორმაცია გამოქვეყნდება პლატფორმის ოფიციალურ სოციალურ ქსელებში. ბილეთების ოპერატორი უფლებამოსილია აცნობოს მომხმარებლებს ღონისძიების გადადების ან გაუქმების თაობაზე სხვა ტიპის საკომუნიკაციო არხების გამოყენებითაც (SMS, ელ.ფოსტა და სხვ.), თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს ბილეთების ოპერატორის ვალდებულებას.
ორგანიზატორი სრულად არის პასუხისმგებელი ღონისძიების გადადების ან გაუქმების შედეგებზე, მათ შორის იმ შედეგებზე, რომელიც შესაძლოა დადგეს გადადება/გაუქმების თაობაზე ინფორმაციის გავრცელების დაგვიანებით.
დროდადრო პლატფორმაზე შესაძლოა იმოქმედოს ბილეთების ოპერატორის ან ორგანიზატორის მიერ შემოთავაზებულმა აქციებმა და ფასდაკლებებმა; აქციითა და ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომლებსაც აქვთ პროფილი.
აქციის პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, მომხმარებელი აქციაში ჩართვამდე დეტალურად უნდა გაეცნოს მის პირობას პლატფორმის საშუალებით. აქციაში ჩართვა ავტომატურად ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება მას.
ბილეთების ოპერატორი პასუხს არ აგებს მესამე პირების (მათ შორის ორგანიზატორის) მოქმედებაზე, მათ ვებ-გვერდებზე განთავსებულ ინფორმაციაზე;
ბილეთების ოპერატორი არ იძლევა პლატფორმის უხარვეზოდ და უწყვეტად ფუნქციონირების გარანტიას, შესაბამისად იგი პასუხს არ აგებს თუ დროის გარკვეულ მონაკვეთში პლატფორმა ან მისი რომელიმე სერვისი გახდა მთლიანად ან ნაწილობრივ მიუწვდომელი, დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი და სხვა.
ბილეთების ოპერატორი არ წარმოადგენს ბილეთის გამყიდველსა და ორგანიზატორს. შესაბამისად, იგი არ იძლევა გარანტიას და ვერ იქნება პასუხისმგებელი ორგანიზატორსა და მომხმარებელს შორის არსებული ურთიერთობების შედეგებზე. ბილეთების ოპერატორი არ არის პასუხისმგებელი მომხმარებელსა და კომპანიას შორის არსებულ სახელშეკრულებო ვალდებულებების სწორად შესრულებაზე.
ბილეთების ოპერატორი მუდმივად ცდილობს პლატფორმა დაცული იყოს თაღლითური თავდასხმებისგან, თუმცა იგი პასუხს არ აგებს კიბერ-შეტევით ან სხვა გზით მიყენებულ არცერთი სახის ზიანზე, რაც შესაძლოა მიადგეს მომხმარებელს.
ბილეთების ოპერატორი არ არის პასუხისმგებელი იმ ინფორმაციაზე, რომელსაც პლატფორმაზე აქვეყნებს ორგანიზატორის დაკვეთით, პლატფორმაზე განთავსებული ტექსტი არ უნდა იქნეს აღქმული ისე, რომ იგი წარმოადგენს ბილეთების ოპერატორის მიერ გაცემულ რაიმე სახის გარანტიას;
ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი დადგინდა ბილეთების ოპერატორის ბრალეულობა მომხმარებლის მიმართ, არ შეიძლება პასუხისმგებლობის ზომა იყოს იმაზე დიდი, ვიდრე ეს მომხმარებლის მიერ ბილეთების ოპერატორისთვის გადახდილი საფასურია;
წინამდებარე მუხლში მითითებული შეზღუდვები და გამონაკლისები ასევე ვრცელდება ბილეთების ოპერატორის კანონიერ წარმომადგენლებსა და აგენტებზე იმ შემთხვევაში, თუ პრეტენზიები უშუალოდ მათ მიმართ იქნება წარდგენილი.
მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე წესები და პირობები და არ დაარღვიოს მესამე პირის უფლებები;
მომხმარებელი პლატფორმის გამოყენებითა და შესაბამისი ველის მონიშვნით, აცხადებენ თანხმობას პლატფორმა გამოიყენოს მხოლოდ პლატფორმის მიზნების, მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად.
ბილეთების ოპერატორი იტოვებს უფლებას მიიღოს შესაბამისი ზომები მომხმარებლის წინააღმდეგ, რომელიც არღვევს პლატფორმის გამოყენების წესებსა და პირობებს.
მომხმარებელი აღიარებს, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლებას პლატფორმაზე და მის მიერ გამოყენებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, ვიზუალზე თუ სხვა ნებისმიერ ნიუანსზე, სრულად და გამონაკლისების გარეშე ფლობს ბილეთების ოპერატორი. მომხმარებელი უფლებამოსილია მხოლოდ გამოიყენოს პლატფორმა და მისი პროგრამულ უზრუნველყოფა წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად და მას არ აქვს რაიმე სახის ინტელექტუალური საკუთრების უფლება, რომელიც რაიმე სახით უკავშირდება პლატფორმას.
მომხმარებელმა არ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც ხელყოფს პლატფორმის ან ნებისმიერი მესამე მხარის მფლობელობაში არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. პლატფორმის კონტენტის ნებისმიერი რეპროდუქცია, განცხადება, გავრცელება ან ხელახლა გავრცელება, სრულად ან ნაწილობრივ, ნებისმიერი საშუალებით (მათ შორის, ქეშირება, შექმნა), გაყიდვა, გადაყიდვა, განმეორებითი გადაცემა ან მესამე მხარეებისთვის არ არის დაშვებული. იმ შემთხვევაში, თუკი შესაძლებელია მომსახურების ფარგლებში რაიმე მასალის გადმოწერა ან ბეჭდვა, მაშინ ასეთი მასალის გადმოწერა შესაძლებელია მხოლოდ ერთ აპარატზე (და შესაძლებელია წერილობით ფორმაში ბეჭდვა) და მხოლოდ თქვენი პერსონალური, არაკომერციული მიზნით გამოყენებისთვის.
მომხმარებელსა და ბილეთების ოპერატორს შორის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს ბილეთების ოპერატორს წერილობით შემდეგ მისამართზე [email protected] ან ქ. თბილისი, პეკინის გამზ. 41, მე-3 სართული. პრეტენზიის მიღებიდან არაუმეტეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში ბილეთების ოპერატორი განიხილავს მას და დაუბრუნდება მომხმარებელს უკუკავშირით.
ნებისმიერი დავა გადაწყდება მოლაპარაკების გზით. იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკება იქნება წარუმატებელი, მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს სსიპ - საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (დავის შინაარსის გათვალისწინებით) ან პირდაპირ სასამართლოს.
წინამდებარე დოკუმენტი შესაძლოა შეიცვალოს ცალმხრივად, ბილეთების ოპერატორის ინიციატივით ნებისმიერ დროს, რომლის შესახებაც ინფორმაცია დარეგისტრირებულ მომხმარებლებს უნდა ეცნობოთ გონივრული ვადით ადრე, პლატფორმაზე შეტყობინების სახით, ელ. ფოსტით ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით.