კონფიდენციალურობის პოლიტიკა

 

ვინ ვართ ჩვენ?

შპს „ელ.ბილეთები“ არის საქართველოში მოქმედი ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმა Biletebi.ge-ს ერთადერთი მესაკუთრე (შემდგომში, როგორც „ბილეთები,“ „ჩვენ,“ „ჩვენი“).

ჩვენი საიდენტიფიკაციო ნომერი: 205268869

ჩვენი მისამართი: ქ. თბილისი, პეკინის გამზ. 41, მესამე სართული.

 

შესავალი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ბილეთების მომხმარებლების (შემდეგში, როგორც „თქვენ,“ „თქვენი“) პერსონალური მონაცემები იყოს დაცული მაღალი ხარისხით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

აღნიშნული დოკუმენტით გვსურს გაგიზიაროთ რა პრინციპების შესაბამისად, რა საფუძვლებითა და მიზნებით მოვიპოვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. ასევე რა სამართლებრივი და ტექნიკური საშუალებებით ვიცავთ მათ. წინამდებარე დოკუმენტით შეგიძლიათ მიიღო ინფორმაცია თქვენი უფლებებისა და მათი დაცვის საშუალებების შესახებ.

ბილეთების გამოყენებით ან/და პლატფორმაზე რეგისტრაციით თქვენ გამოხატავთ თანხმობას, რომ პერსონალური მონაცემები დამუშავდეს წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად.  

 

ვისთვის არის გამიზნული ეს დოკუმენტი?

დოკუმენტი გამიზნულია:

  • პლატფორმის მომხმარებლებისთვის (მათ შორის, ბილეთების ვიზიტორი, რეგისტრირებული, პოტენციური, არსებული ან/და ყოფილი მომხმარებელი);
  • პლატფორმის მომხმარებლების კანონიერი წარმომადგენლების ან საკონტაქტო პირებისთვის;
  • ნებისმიერი პირისთვის, ვინც გვიკავშირდება და გამოხატავს ინტერესს ჩვენ პროდუქტებსა და მომსახურებაზე.

 

როგორ ვაგროვებ თქვენს მონაცემებს?

ჩვენთვის თქვენი მონაცემების მიღების წყაროა:

  • თქვენ მიერ პლატფორმაზე რეგისტრაცია/ავტორიზაცია;
  • მომსახურებისა და პროდუქტის მიღების მიზნით თქვენი მომართვა (მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაცია, ელექტრონული მომართვა და სხვ.);
  • თქვენ მიერ ჩვენი მომსახურებით/პროდუქტებით სარგებლობა;
  • ჩვენი დისტანციური არხებით სარგებლობა;
  • თქვენს შესახებ ინფორმაციას ვიღებთ აგრეთვე საჯარო წყაროებიდან და მესამე პირებისგან, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას.

 

რა სახის ინფორმაციას ვამუშავებთ თქვენს შესახებ?

მომსახურების გაწევისას თქვენთან ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ჩამოთვლილი კატეგორიის მონაცემებს მათი დამუშავების მიზნის პროპორციული მოცულობით:  

საიდენტიფიკაციო მონაცემები

სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი (იურიდიული და ფაქტობრივი), ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი და სხვა;

საბანკო ინფორმაცია

საბანკო ანგარიშის ნომერი და ბარათის დეტალები/მონაცემები (ტიპი, ნომრის ნაწილი, ვადა და სხვ.), რომლებიც აუცილებელია შესაბამისი მომსახურების გაწევისთვის.

ტექნოლოგიური მოწყობილობის შესახებ მონაცემები

IP მისამართი, მზა ჩანაწერები (cookies), IMEI კოდი, აპლიკაციის ლოგები,  ქცევითი მონაცემები, ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ და სხვა;) 

ჩანაწერები

აუდიო ჩანაწერები;

კომუნიკაციისას მოპოვებული მონაცემები

ელექტრონული ფოსტით, სატელეფონო გზით, ჩათის, სოციალური მედიის ან სხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით მოპოვებული მონაცემები; 

საჯარო მონაცემები

საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია.

ბილეთების მიერ შექმნილი მონაცემები

ბილეთების მიერ მომხმარებლის შესახებ მონაცემების ანალიზის შედეგად შექმნილი მონაცემები (მაგ. მონაცემები მომხმარებლის ქცევის, პრეფერენციების შესახებ და ა.შ.); 

სხვა ნებაყოფლობითი ინფორმაცია

სხვა არასავალდებულო/ნაბაყოფლობითი ინფორმაცია, რომელსაც გადმოგცემთ სხვადასხვა მომსახურების ფარგლებში.

მზა ჩანაწერები (Cookies)

ჩვენ ვცდილობთ ჩვენს ვებ-გვერდზე ყოფნისას მუდმივად გაგიუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი და გამოცდილება და დავიცვათ თქვენი უსაფრთხოება. შესაბამისად, ჩვენი ვებ-გვერდითა და სხვა დისტანციური პლატფორმებით სარგებლობისას ჩვენ ვაგროვებთ ე.წ. მზა ჩანაწერებს თქვენს შესახებ. მზა ჩანაწერები (cookies) გამოიყენება ვებ-გვერდითა და სხვა დისტანციური პლატფორმებით სარგებლობისას თქვენი გამოცდილების პერსონალიზირების, გაუმჯობესების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. კერძოდ, ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების, ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების, მომხმარებლის უსაფრთხო ავტორიზაციის, მარკეტინგის, ვებ-გვერდების დიზაინის ოპტიმიზაციისა და მომხმარებლისთვის უკეთესად ადაპტირების მიზნებით. 

მზა ჩანაწერების მეშვეობით ვადგენთ ოპერაციული სისტემის ვერსიას, მოწყობილობის მოდელს და მოწყობილობის სხვა უნიკალურ იდენტიფიკატორებს, ვებ-გვერდებზე გატარებული დროის ხანგრძლივობას, გახსნილი გვერდების შესახებ ინფორმაციას, ონლაინ ნავიგაციის ისტორიას, ბრაუზერის შესახებ ინფორმაციას, ინფორმაციას იმ ქმედებების შესახებ, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე განხორციელდა, რა გეოლოკაციიდან განახორციელეთ წვდომა და რა ენაზე გაეცანით ინფორმაციას. ვცდილობთ გავიგოთ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს ვებ-გვერდს. 

 

რა მიზნით ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს?

ჩვენ ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის და მათი შესაბამისი მოცულობით. ბილეთების მიერ მონაცემების დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით, მათ შორის:

  • მომსახურების გასაწევად;
  • მომსახურების შეთავაზებისა და გაუმჯობესებისათვის;
  • თქვენ მიერ ჩვენი პროდუქტებით სარგებლობის პროცესის მონიტორინგისთვის;
  • საიტზე აქტივობასთან დაკავშირებული სტატუსის შეტყობინებების გამოსაგზავნად, როგორიცაა მაგ. შესყიდვის წარმატებულად განხორციელება.
  • კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით მარეგულირებლის ან სხვა საზედამხედველო ორგანოსათვის და აუდიტორული კომპანიებისთვის მონაცემების ხელმისაწვდომობისთვის;
  • სხვადასხვა ანგარიშების, კვლევების ან/და რეპორტების მოსამზადებლად;
  • ახალ პროდუქტების, სისტემებისა და მომსახურებების შესამოწმებლად;
  • ჩვენი ბრენდების, პროდუქტების და მომსახურების განვითარებისთვის/ გაუმჯობესებისთვის;
  • მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
  • ჩვენი კანონისმიერი ვალდებულებების შესასრულებლად;
  • ჩვენი სისტემების არასათანადო გამოყენებისა და დანაშაულის პრევენციისთვის;
  • დანაშაულის გამოვლენისა და გამოძიებისთვის, ანგარიშების შესადგენად;
  • შესაბამისი კორესპონდენციის/შეტყობინების გაგზავნის/ჩაბარების მიზნით;
  • ბილეთების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების ან/და თქვენს მიერ  ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით;
  • მარკეტინგული მიზნით, რაც გულისხმობს თქვენი თანხმობით ბილეთების მიერ სხვადასხვა პროდუქტის/მომსახურების პერიოდულ შეთავაზებას, მარკეტინგული აქტივობების შემუშავებას/დაგეგმვას;
  • თქვენგან უკუკავშირის მიღებისა და პრეტენზიებზე რეაგირებისთვის;
  • ბილეთების ლეგიტიმური ინტერესის ან/და სამართლებრივი უფლებების დასაცავად.

 

პირდაპირი მარკეტინგი

წინამდებარე პოლიტიკაზე თანხმობით, თქვენ გვაძლევთ უფლებას რომ თქვენს მიერ ჩვენთვის გადმოცემული პერსონალური მონაცემები (სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა) დავამუშავოთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. აღნიშნული ნიშნავს, რომ თქვენ მიიღებთ სხვადასხვა ტიპის შეთავაზებებსა და მარკეტინგულ შეტყობინებებს ჩვენგან.

ამასთანავე იმისათვის, რომ მოგაწოდოთ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების აზრით თქვენთვის საინტერესო ერთობლივი მარკეტინგული შეთავაზებები, ჩვენ შეგვიძლია გავუზიაროთ და გავუმჟღავნოთ აღნიშნული პერსონალური ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს.

პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის მოთხოვნა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს. ამისთვის უნდა მოგვწეროთ ნებისმიერ დროს შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 032 2 502 005 ან დაგვიკავშირდეთ Facebook მესენჯერის საშუალებით.

გარდა ამისა, ჩვენს თითოეულ მარკეტინგულ შეტყობინებას აქვს მისი გათიშვის/გაუქმების ფუნქცია (NO SMS ტელეფონით მიღებული შეტყობინებებისთვის და unsabscribe/გამოწერის გაუქმება - ელ.ფოსტით მიღებული შეტყობინებებისთვის).

 

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები

ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავების საფუძველია:

  • თქვენი ნებაყოფლობითი თანხმობა მონაცემთა დამუშავების თაობაზე;
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები;
  • თქვენთან ხელშეკრულების დასადებად ან არსებული ხელშეკრულების შესასრულებლად მონაცემთა დაცვის აუცილებლობა;
  • თქვენთვის მომსახურების გასაწევად / განცხადების განსახილველად მონაცემთა დამუშავების საჭიროება;
  • ბილეთების ან მესამე პირების კანონიერი ინტერესების დასაცავად მონაცემთა დამუშავების აუცილებლობა;
  • მონაცემთა საჯაროდ ხელმისაწვდომობა;

 

რა შემთხვევაში ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს მესამე პირებს?

კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, თქვენი მონაცემები შესაძლოა  გავუზიაროთ:

  • თქვენს წარმომადგენელს/კანონიერ წარმომადგენელს;
  • გარიგების მონაწილე მხარეებს;
  • კანონმდებლობით განსაზღვრულ ორგანოებს;
  • მომსახურების პროვაიდერებს - მათ შორის და არამხოლოდ: ბილეთების გარე აუდიტორებს, კონსულტანტებს, მრჩევლებს, საკურიერო ან/და კვლევით ორგანიზაციებს, IT სერვისის მომწოდებლებს (მაგ. ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის სერვისები), პირებს, რომლებიც გვიწევენ მარკეტინგულ მომსახურეობებს  ან/და სხვა ნებისმიერ მსგავსი ფუნქციის მქონე პირებს.
  • ჩვენი ჯგუფის კომპანიებს.
  • სხვა მესამე პირს თქვენი თანხმობით.

ჩვენ შესაძლოა თქვენი მონაცემები გავაზიაროთ სხვა სახელმწიფოში, თუ არსებობს მონაცემთა დამუშავების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და შესაბამის სახელმწიფოში უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვისა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიები.

თუ თქვენს მონაცემებს გადავცემთ ისეთ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები, ბილეთები უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა გადაცემის შესახებ შეთანხმების გაფორმებას, რომელიც უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, კლიენტის პერსონალურ მონაცემების სათანადო დაცვას.

თქვენი მონაცემების სათანადოდ დაცვის მიზნით, მესამე მხარისათვის თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემამდე ჩვენ ვამოწმებთ მათ მიერ მიღებულია თუ არა მონაცემთა დასაცავად შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები.

 

თქვენ უფლება გაქვთ

  • მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, კერძოდ, რა მონაცემები მუშავდება, რა არის მათი დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი, ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების წყაროსა და მონაცემთა გადაცემის შესახებ;
  • გაეცნოთ თქვენს შესახებ პლატფორმაზე დაცულ მონაცემებს და მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების/ჩანაწერების ასლები საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული წესით და ბანკის მიერ დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ.
  • მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
  • მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ:
    • გაითხოვთ თანხმობას, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს;
    • მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება;
    • მონაცემთა დამუშავება ხდება უკანონოდ.
  • მოითხოვოთ მონაცემთა  დაბლოკვა, თუ
    • სადავოა მონაცემთა ნამდვილობა ან სიზუსტე;
    • მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა თქვენ არ გსურთ მათი  მათ წაშლას და ითხოვთ მხოლოდ მათ დაბლოკვას;
    • მონაცემები აღარ არის საჭირო მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა თქვენ ისინი გესაჭიროებათ სამართალწარმოების მიზნით;
    • მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის განხილვა; 
    • არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა.
  • ნებისმიერ დროს გაითხოვოთ/უარი თქვათ მონაცემთა დამუშავების თაობაზე თქვენს მიერ გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ მის საფუძველზე დამუშავებული მონაცემების წაშლა. ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას და წავშლით უკვე დამუშავებულ მონაცემებს, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
  • თუ მონაცემთა დამუშავების საფუძველს წარმოადგენს თქვენი თანხმობა და ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მოითხოვოთ თქვენ მიერ ბილეთებისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემების პორტირება ანუ სტუქტურიზებული, გამოყენებადი და ელექტრონული ფორმით მიღება ან  მათი სხვა დამმუშავებლისთვის გადაცემა;
  • თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოთ ბილეთების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და/ან სასამართლოს;

 

თქვენი უფლებების შეზღუდვა

თქვენი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ მათი რეალიზაცია საფრთხეს უქმნის:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს;
  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
  • დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას;
  • ქვეყნის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;
  • თქვენი ან სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს;
  • სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას;
  • სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.

უფლებების შეზღუდვის ზომას ბილეთები იყენებს მხოლოდ შეზღუდვის მიზნის ადეკვატურად და პროპორციული მოცულობით.

 

მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა

თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემებს ჩვენ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ვინახავთ. ჩვენ უზრუნველვყოფთ ფიზიკურ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ გარანტიებს თქვენი მონაცემების დასაცავად. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ელექტრონული მოწყობილობების, ფაილების, შენობის უსაფრთხოებას. ჩვენ  ასევე  გვაქვს  ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული კონტროლის მექანიზმები, რათა დავიცვათ თქვენი მონაცემები არაავტორიზებული წვდომისგან, გამოყენებისგან, გადაცემისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.

ჩვენი თანამშრომლები იცავენ მონაცემთა კონფიდენციალურობის, უსაფრთხოების პოლიტიკებს და პროცედურებს კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების  შესაბამისად.

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნით ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ არასანქცირებულ წვდომას, ბოროტად იყენებენ ან ტეხავენ სერვისებს. ჩვენ არ ვიძლევით აშკარა, ნაგულისხმევ ან სხვაგვარ გარანტიას, გარდა იმისა, რომ მივიღებთ ყველა ზომას ამგვარი შეღწევის პრევენციისთვის. 

 

მონაცემთა შენახვის ვადა

ჩვენ თქვენს მონაცემებს ვინახავთ:

 - მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში და მომსახურების დასრულების შემდეგ 3 (სამი) წლის განმავლობაში;

ან ვადით რაც აუცილებელია დამუშავების კონკრეტული მიზნის მისაღწევად, დადგენილია მომსახურების გაწევის ფარგლებში ან/და ხელშეკრულებაში.

 

თქვენი ვალდებულებები 

მომსახურების მიღების მიზნით აუცილებელია გვქონდეს თქვენ შესახებ სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია, აქედან გამომდინარე გთხოვთ, თქვენი საკონტაქტო და ან სხვა ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში შეგვატყობინოთ.

თუ გსურთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენს მონაცემებთან დაკავშირებით ან განახორციელოთ დამატებითი ქმედება, გთხოვთ მოგვმართოთ ქვემოთ მითითებულ ელექტრონული ფოსტაზე. თქვენი მოთხოვნა განიხილება და პასუხი გეცნობებათ 10 დღის ვადაში.

 

ცვლილებები

დროთა განმავლობაში შესაძლებელია საჭირო გახდეს წინამდებარე პოლიტიკის ცვლილება. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ჩვენ გამოვაქვეყნებთ ამ ცვლილებებს ჩვენს ვებგვერდებზე. მოდიფიცირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ძალაში შედის გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. თქვენ პერიოდულად უნდა ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოთ შეცვლილ პოლიტიკას. პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შემდეგ ჩვენთვის თქვენს მიერ ინფორმაციის მოწოდება ან ჩვენი ვებგვერდებით სარგებლობა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ცვლილებებს.

 

კავშირი ჩვენთან

დაგვიკავშირდით [email protected]-ზე, თუ გაქვთ კითხვები ან გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია, თუ როგორ ვახდენთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

 

 

მობილური აპლიკაცია
2008-2024 © ყველა უფლება დაცულია
2008-2024 © ყველა უფლება დაცულია