მთავარ როლებში: ნიკა ფაიქრიძე, დავით ხახიძე, თამარ მამულაშვილი, დავით როსტომაშვილი, ზურაბ ავსაჯანიშვილი, მერაბ შარიქაძე
როლებში: ვანო დუგლაძე, გიორგი ჯიქურიძე, გიორგი კაჭახიძე, მარიამ ჩუხრუკიძე, ხატია მელქაძე, თამარ ჭანუყვაძე, თამარ ტყემალაძე, ნინო ლორთქიფანიძე, ნინო არჩაია, თამარ ცქვიტინიძე, გიორგი ოქრუაშვილი, რატი გოგუაძე, ვამეხ ჯანგიძე, გიორგი შავგულიძე, ვახტანგ ნოზაძე, კახა ჭოლაძე
ნოდარ მაჭარაშვილის ისტორიული რომანი „ავი მუსაიფი“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ტრაგიკული ბედის მქონე მეფის, ერეკლე II-ის ცხოვრებასა და პოლიტიკურად რთულ ეპოქას ეხება, რომელშიც მას მოუწია ცხოვრება. თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ამავე სახელწოდების წარმოდგენის სცენური ვერსიისა და ინსცენირების ავტორი რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი გახლავთ. ეს ამ ისტორიულ-მხატვრული ჟანრის რომანის გასცენურების პირველი მცდელობაა ქართულ თეატრში. სპექტაკლში აღწერილია ერეკლე II-ის ეპოქის ისტორიული პერიპეტიები, რომელშიც გარკვეულწილად ირეკლება თანამედროვე საქართველოს ურთულესი სინამდვილეც; სიყვარული და სიძულვილი, ერთგულება და ღალატი, იმედგაცრუება და რწმენა, ომი, ბრძოლა და ინტრიგები, სამშობლოსთვის თავდადება, ზნეობა და მარადიული ფასეულობები.
ასაკი: 14+