ყველა ბილეთი გაყიდულია
"ქორეოგრაფიული საღამო" ქართული ფოლკლორის ტრადიციული ელემენტებისა და საცეკვაო ხელოვნების თანამედროვე ტენდენციების სიმბიოზს წარმოადგენს. ჩვენ ვაერთიანებთ ქორეოგრაფიის, თეატრის, მუსიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ძალებს, რათა შევქმნათ უნიკალური პლასტიკით გადაწყვეტილი კომპოზიციები, რომლებიც შთაგონებულია საქართველოს მდიდარი მემკვიდრეობით.
მოქმედება პირველი. „ვის არ უყვარს მზე?!“
ბრბოში გაბატონებული აგრესია და უსაფუძვლო სიძულვილი, ანადგურებს მისგან განსხვავებულ არსებას, თავისუფლების, უბრალოების, სილამაზის და მშვენიერების, სიმბოლოს. მარიტა სრულიად საზოგადოებისთვის, ბრბო კი რჩება თავისი ცოდვების ამარა, ზოგი ისევ თვალახვეული, ზოგიერთი მათგანი კი ცოდვების მომნანიებელი.
დამდგმელი: მეგი ზარქუა
მოქმედება მეორე. „ოცხელი - მუდამ ცოცხალი“.
პეტრე ოცხელი, პირადად გვიამბობს თავის მშობლიურ მხარეზე, კოტე მარჯანიშვილთან თანამშრომლობაზე, გვაჩვენებს თავის შემოქმედებითი პროცესებს... დაჭერას, დაკითხვასა და დახვრეტვას.
დამდგმელი: ირაკლი კუბლაშვილი