საბალეტო კამერული დასი 5 და 6 დეკემბერს წარმოგიდგენთ ბალეტ ,,ურჩხულს და მზეთუნახავს ”, შარლ პეროს ზღაპრის მიხედვით, გრიბოედოვის თეატრში. ზღაპრის სიუჟეტი მრავალი თაობისთვის არის საყვარელი. ეს არის ჯადოსნური ისტორია სიყვარულის ძალაზე და სასწაულებზე, რომელსაც სიყვარული ახდენს.
პრინცი ქედმაღლობის გამო ურჩხულად გადაიქცა და ადამიანური სახე მას მხოლოდ მაშინ დაუბრუნდება, თუ ვინმეს შეუყვარდება და თავად ისწავლის სიყვარულს. წარმოუდგენელი თავგადასავლები და გაცოცხლებული საყვარელი გმირები , მაყურებელს ჯადოსნობითა და საიდუმლოებით სავსე ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურებენ.
კამერული ბალეტის ყოველი სპექტაკლი არის რეჟისორის ფანტაზიისა და სპეცეფექტების , ნათელი სცენების, ლამაზი კოსტიუმებისა და განუმეორებელი სცენოგრაფიის ფოიერვერკი...
მაყურებელს გელით დაუვიწყარი საღამო !
საბალეტო კამერული დასის სამხატვრო ხელმძღვანელი და დამდგმელი ქორეოგრაფი მარიამ უგრეხელიძე.
საღამოს ორგანიზატორი და კოსტიუმების მხატვარი: მადონა ნიორაძე
მონაწილეები:
პრინცი / ურჩხული - გიორგი სანიკიძე
ბელი - მარიამ გოგოძე
მორისი (ბელის მამა) - ნოკოლოზ გუმბერიძე
გასტონი - გაგა ბოხუა
ლუმიერი ( შანდალი ) - მარიამ უგრეხელიძე
კოკსფორტი ( საათი ) - აკაკი სირბილაძე
მისის პოტსი ( ჩაიდანი ) - მარიამ ფუტკარაძე
ფიფი ( მტვერსაწმენდი ) - ელენე წიკლაური
კამერული დასის მსახიობები
სამეჯლისო სპორტული ცეკვების აკადემია «თელას» მოცეკვავეები
საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი
რუსთავის მოცეკვავეები
მ.უგრეხელიძის საბალეტო სკოლის აღსაზრდელები.