ღონისძიება - Amelie Lens
ღონისძიება - Amelie Lens

Amelie Lens

ყველა ბილეთი გაყიდულია

ორგანიზატორი: Mono Hall
შაბ, 28 თებ, 22:00
MonoHall

28 თებერვალს - Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ის ორგანიზებით, ტექნო მუსიკის სცენის, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი ბელგიელი დიჯეი და პროდიუსერი - Amelie Lens – MONO HALL-ში დაუკრავს. მსმენელის წინაშე ასევე წარსდგებიან: Mtvare, Jino Dollini და Dali.

 

ამელი ლენსი ტექნო-სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, რომელიც ცნობილია მუსიკისადმი ღრმა სიყვარულით და ჭეშმარიტი რეივერის სულისკვეთებით. მან 15 წლის ასაკში დაამყარა კავშირი კლუბურ კულტურასთან და მთლიანად ჩაიძირა ელექტრონული მუსიკის მრავალფეროვან სამყაროში.

 

2016 წლის დებიუტის შემდეგ, ამელიმ შექმნა საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული კარიერაგამოუშვა მუსიკა პრესტიჟულ ლეიბლებზე, მონაწილეობა მიიღო Global Underground City mix-ის სერიაში და ჰედლაინერად გამოვიდა ისეთ გიგანტურ ფესტივალებზე, როგორებიცაა Tomorrowland და Awakenings. მიმდინარე წელს მან წარადგინა AURA — ვიზუალური შოუს კონცეფცია, რომელიც მუსიკასა და ადამიანურ კავშირზე აკეთებს აქცენტს და რომლის პრემიერას 12,000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.


ამელი ჟანრის განვითარებას აქტიურად უწყობს ხელს თავისი ლეიბლების — EXHALE Records-ისა და Lenske-ისმეშვეობით, სადაც ახალ ტალანტებს წარმოაჩენს და მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ფართო მასშტაბიან ივენთებს აორგანიზებს. 2025 წელს მან გამოუშვა ორი ტრეკისგან შემდგარი EP „Serenity“, რომელიც შეიცავს მძლავრ ტექნო-ნამუშევრებს, მათ შორის ახალ სინგლს „Young Forever“. ამელი ლენსის თანმიმდევრული შრომა და პოზიტიური ენერგია მისი წარმატების მთავარი საფუძველია.


ასაკობრივი შეზღუდვა 18+

 


Lineup:

22:30 - Doors Open 
23:00 - 01:00 Mtvare 
01:00 - 03:00 Dali 
03:00 - 05:00 AMELIE LENS 
05:00 - 07:00 Jino Dollini

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ღონისძიების დატოვების შემთხვევაში, სტუმრები უკან აღარ დაიშვებიან.

 

წესებსა და აკრძალულ ნივთებს გაეცანით მითითებულ ბმულზე: https://biletebi.ge/static-pages/monohall-terms-amelie

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება