Ajax Loader
Geo
x
ბილეთების ყიდვა უფრო მოსახერხებელია აპლიკაციით
მენიუ

06.07 ალექსანდრე კორსანტია წარმოგიდგენთ • XVI საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალი

რუსთაველის მცირე დარბაზი F

ART + წარმოგიდგენთ XVI საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალს.

6 ივლისს, 18. 00 საათზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება კონცერტით „ალექსანდრე კორსანტია წარმოგიდგენთ“.

გამოჩენილი პიანისტი, ფესტივალის საპატიო სამხატვრო მრჩეველი საფორტეპიანო ტრიოს საღამოს გამართავს კოლეგებთან, თეიმურაზ ჯაიანთან (ვიოლინო) და ალექსანდრე ჩიჯავაძესთან ( ჩელო) ერთად.

კონცერტის პროგრამის საგულისხმო შინაარსის დომინანტი მსოფლიო პრემიერაა, პირველად საქართველოში შესრულდება კომპოზიტორ გია ყანჩელის „მიდელჰაიმი“ საფორტეპიანო ტრიო.

"გიას გარდაცვალებამ არა თუ შეაბრკოლა ჩვენი ურთიერთობა, არამედ კიდევ უფრო გამიმძაფრა მოვალეობის შეგრძნება შევასრულო და ხელი შევუწყო მისი მუსიკის შესრულებას ისეთ მაღალ დონეზე, როგორსაც ის იმსახურებს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მეგობრობა გია ყანჩელთან გრძელდება. თაიგული მალე ჭკნება, სხეული იხრწნება, გია კი ყველა ჩვენგანისთვის მუდამ ცოცხალია". ალექსანდრე კორსანტია

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით.


ART+ presents you the 16th International Easter Festival.

The opening ceremony of the festival – “Alexander Korsantia presents you” will take place on the 6th of July at 18:00, on the small stage of the Rustaveli Theatre.

The famous pianist and the honorary artistic advisor of the festival will perform the piano trio with his colleagues: Teimuraz Jaiani (violin) and Alexander Chijavadze (cello).

The concert is exceptional with the world premiere of Giya Kancheli's piano trio “Middelheim”. “

The passing of Giya Kancheli could not cease our connection. It even enhanced my motivation to support and perform his music with the highest standards, the way he deserves it. I am happy that our friendship with him is proceeding. Flowers grow dim, human bodies fade, but Giya stays alive for all of us” – Alexander Korsantia.

The project is supported by Tbilisi City Hall.