Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

შეხვედრა გია მურღულიასთან • თუმანიშვილის თეატრი

მცირე დარბაზი
ენა: ქართული
ხანგრძლივობა: 80
ავტორი: გია მურღულია
„ამქვეყნად ორი რამ არსებობს: მოვალეობის სიყვარული და სიყვარულის მოვალეობა“ - გია მურღულია გია მურღულია - ცნობილი ფილოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი, მწერალი, ჰუმანიტარული აკადემიის დამფუძნებელი, დავით გურამიშვილის ფონდის დამაარსებელი, სასკოლო სახელმძღვანელოების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროექტების ავტორი, იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი. სხვადასხვა წლებში ის იყო ქართული ლიტერატურის პედაგოგი, საგანმანათლებლო-პედაგოგიური ჟურნალების დამფუძნებელი და რედაქტორი, საავტორო გადაცემების წამყვანი რადიო და ტელესივრცეში, სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებისა და კავშირების დამფუძნებელი. მკითხველი იცნობს გია მურღულიას წიგნებს: "საუბრები უფროსკლასელებთან", „ცხრის ნახევარზე", "საღამოს ლექსები", „მე მინდა, რომ მიკითხავდე წიგნებს", "მძიმე და მსუბუქი". შეხვედრაზე ავტორი საზოგადოებას წარუდგენს ახალ კრებულს „სიტყვები ცაზე“ , რომელშიც გაერთიანებულია მინიატურები, პოეტური მოთხრობები, პროზაული ტანკები, ჰაიკუ ქართულად და ჩანაწერები. • საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლიტერატურული პროექტი „ცოცხალი წიგნები“ თავის საქმიანობის ერთ ნაწილს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრს უკავშირებს და აგრძელებს წინა წლებში პროექტის ფარგლებში არსებული „მწერლის თეატრის“ ტრადიციის შესაბამისად, სხვადასხვა მწერლების წარმოდგენებისა და პერფორმანსების გამართვას. პროექტ „ცოცხალ წიგნებს“, რომელიც 8 წელია არსებობს და მუშაობს, აქვს სამწლიანი გამოცდილება მარჯანიშვილის თეატრის სარდაფისა და სხვენის სცენებზე მწერლთა ინდივიდუალური წარმოდგენების გამართვისა, რომელთა ჩანაწერები წლებია გადაიცემა არტარეას არხით. ამ წარმოდგენების სლოგანი იყო „ მწერლები უნიღბოდ“ და მასში 30-მდე მწერალმა მიიღო მონაწილეობა. წელსაც ყველა წარმოდგენა ჩაიწერება პროექტის გადამღები ჯგუფის მიერ და გადაცემების სახით გავა ქართულ სატელევიზიო სივრცეში და აიტვირთება იუთუბარხზე “ცოცხალი წიგნები“, სადაც 60-ზე მეტი თანამედროვე ავტორთა ვიდეო-პორტრეტების გაცნობა შეგიძლიათ. ეს ვიდეო-პორტრეტები ერთგვარი „ოქროს ფონდია“, რომელსაც უკვე მესამე წელია, პროექტის ფარგლებში იღებს „ცოცხალი წიგნები“.
თარიღი
შაბათი, 03 ივნისი
20:00
10 GEL

მსგავსი ღონისძიებები

ირინეს ბედნიერება
მცირე დარბაზი
უხერხემლობა
მცირე დარბაზი