ტურიზმი ზოოლოგიური ცენტრი (შინაური და გარეული ცხოველების სარეაბილიტაციო ცენტრი)
ტურიზმი ზოოლოგიური ცენტრი (შინაური და გარეული ცხოველების სარეაბილიტაციო ცენტრი)

ზოოლოგიური ცენტრი (შინაური და გარეული ცხოველების სარეაბილიტაციო ცენტრი)

ორგანიზატორი: ზოოლოგიური ცენტრი
მცხეთა, ცხვარიჭამია (თბილისის ეროვნული პარკი)

ზოოლოგიური ცენტრი — კერძო, არაკომერციული ორგანიზაცია — 2010 წელს დაარსდა. მისი მიზანია საქართველოს წითელი ნუსხით დაცული გადაშენების
პირას მყოფი ცხოველების გადარჩენა.


ჩვენ ვზრუნავთ კავკასიურ მურა დათვებზე, მელიებზე და რუხ მგლებზე, რომლებიც ბუნებაში დაიბადნენ, მაგრამ ბრაკონიერებმა დაობლეს და უკანონოდ
ჰყავდათ დატყვევებული — ხშირად მცირე ვოლიერებში ან ჯაჭვზე დაბმული.

ისინი წარსულში ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა გასართობად — რესტორნებში, სასტუმროებში, ცირკებში...


2010 წლიდან, გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ეს ცხოველები ჩამოერთვათ მეპატრონეებს და გადმოეცა ზოოლოგიურ ცენტრს.


⚠️ ტყვეობაში გაზრდილი მტაცებლების ბუნებაში დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა მათი ნაშიერების რეაბილიტაცია ადრეულ ასაკში
შესაძლებელია.


მხარდაჭერა მნიშვნელოვანი და საჭიროა! კერძო სექტორისა და საზოგადოების დახმარება — ფინანსურად და საკვები პროდუქტებით — აუცილებელია ჩვენი
ბინადრების უკეთესი პირობებისთვის.

 

❗ვიზიტორთა საყურადღებოდ ცენტრში აკრძალულია:

 

თავშესაფარი მუშაობს ყოველ დღე: 11:00 საათიდან 20:00 საათამდე

 

10 წლამდე ბავშვები დაიშვებიან უფასოდ

 

ვოლიერებთან მიახლოება და ცხოველებთან ფიზიკური კონტაქტი


ცხოველების კვება წესების დარღვევით


ტერიტორიის დანაგვიანება და მცენარეების დაზიანება


არაფხიზელ მდგომარეობაში (მთვრალი) შემოსვლა


ფეთქებადი/აალებადი ნივთების შემოტანა


ტერიტორია აღჭურვილია ვიდეოთვალით.


წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებამოსილია მოგთხოვოთ ტერიტორიის დატოვება ან გამოიძახოს პოლიცია.