

KASS LAND-ი არის სრულიად ახალი, თანამედროვე საბავშვო გასართობი პარკი, რომელიც განთავსებულია წალკის ულამაზეს ბუნებრივ გარემოში.
ეს არის ადგილი, სადაც სუფთა ჰაერი, მხიარულება მრავაფეროვანი ატრაქციონები ქმნის საუკეთესო თავგადასავალს როგორც ბავშვებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის.
ჩვენ გთავაზობთ:
აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე გრძელ კარტინგის ტრასას – სპეციალურად მოწყობილ მარშრუტებს როგორც უფროსებისთვის, ასევე ცალკე საბავშვო ტრასას ჩვენი პატარა მრბოლელებისთვის
30-მეტრიან წყლის ატრაქციონს, სადაც სტუმრები შეძლებენ ნავით ჩამოსრიალებას
თემატურ და აქტიურ გასართობ ზონებს, რომლებიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვზე და მათ ინტერესებზე – აქ ყველა იპოვის თავის საყვარელ გართობას.
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00