Ajax Loader
Geo
x
ბილეთების ყიდვა უფრო მოსახერხებელია აპლიკაციით
მენიუ

უსახური • თოჯინების თეატრი

თბილისის თოჯინების თეატრი / აღმაშენებლის 136
ჟანრი: +18
ენა: ქართული

„უსახური“

ავტორი, რეჟისორი, კომპოზიტორი და მხატვარი - ნიკოლოზ საბაშვილი

,,უსახური“ – ასე ჰქვია რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლს, რომელიც თანამედროვე საზოგადოების მანკიერი თვისებების მხილებას ექსპერიმენტული თეატრალური ფორმებით გამოხატავს.

ეგზისტენციური შიში გარემომცველი სამყაროს მიმართ, სიკეთისა და ბოროტების მარადიული ჭიდილი, საზოგადოების საყოველთაო გულგრილობა და საკუთარი თავის შეცნობის, უკეთესი მომავლის ძიების დაუოკებელი სურვილი – ეს ის თემებია, რომლებიც წარმოდგენის ერთიან სიუჟეტს ქმნის.

რეჟისორის კონცეფციის ორგანული ნაწილია სპექტაკლის ორიგინალური მუსიკალური და მხატვრული გაფორმება, რომლის ავტორადაც თავად ნიკოლოზ საბაშვილი გვევლინება. თოჯინების მხატვრული აგებულება მკვეთრად ცილდება დღემდე არსებული, თოჯინური სპეციფიკისათვის დამახასიათებელ და სტერეოტიპად ქცეულ პერსონაჟებს...

უსახური, ინდივიდუალურ მახასიათებლებს მოკლებული თოჯინები სიმბოლურად ერთფეროვან, ზნეობრივ საყრდენს გამოცლილი თანამედროვე საზოგადოების ყოველდღიურ ყოფას გამოხატავს.

ასაკობრივი კატეგორია: +18

მსახიობები:

თამთა ბაქრაძე

დავით ბეკოშვილი

რომან ბოგვერაძე

მალხაზ გაბუნია

გიორგი გოგიშვილი

ლევან კაციაშვილი

რამონა მიქელაძე

ნინო პაპიაშვილი

თორნიკე ფრანგიშვილი

გიორგი ღონღაძე

თარიღი
კვირა, 31 ოქტომბერი
19:00
20 ₾

მსგავსი ღონისძიებები

დედა ენა
თბილისის თოჯინების თეატრი / აღმაშენებლის 136
მიფრინავდნენ წეროები
თბილისის თოჯინების თეატრი / აღმაშენებლის 136
სამნი ერთ სკამთან
თბილისის თოჯინების თეატრი / აღმაშენებლის 136
იავნანამ რა ჰქმნა?!
თბილისის თოჯინების თეატრი / აღმაშენებლის 136
უსახური
თბილისის თოჯინების თეატრი / აღმაშენებლის 136
საგზაო ნიშნები
თბილისის თოჯინების თეატრი / აღმაშენებლის 136
ცირკი
თბილისის თოჯინების თეატრი / აღმაშენებლის 136