Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

საგზაო ნიშნები • თოჯინების თეატრი

თბილისის თოჯინების თეატრი / აღმაშენებლის 136
ენა: ქართული

დამდგმელი რეჟისორი - მარიამ გაგლოშვილი

მუსიკალური გაფორმება - მარიამ გაგლოშვილი

მხატვარი - ნათია კანკია

 "საგზაო ნიშნები“ - ასე ჰქვია რეჟისორ მარიამ გაგლოშვილის სპექტაკლს, რომელიც თბილისის გ. მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში განხორციელდა. წარმოდგენა ექსპერიმენტული თეატრალური ფორმების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, სადაც მოქმედი პერსონაჟები ავტომობილებისა და საგზაო ნიშნების სახით არიან წარმოდგენილნი. სპექტაკლი ემიჯნება დადგმის ტრადიციულ კულტურას და თავისი ორიგინალური სიუჟეტით მაყურებლის ცნობიერების ამაღლებაზეა ორიენტირებული. თუკი ჯერ კიდევ არ იცით საგზაო ნიშნების ცნობა, მაშინ ჯადოსნურ სამყაროში თქვენი მეგზურები პატარა ავტომობილები იქნებიან.

წინ საინტერესო თავგადასავალი გელით, ნამდვილად არ გაგიჭირდებათ გზის სირთულის დაძლევა და რაც მთავარია, პირადად გაიცნობთ საგზაო ნიშნებს.

რეკომენდებულია 4 წლიდან!

მონაწილეობენ: დავით ბეკოშვილი მალხაზ გაბუნია თეა კიწმარიშვილი ნინო ნატროშვილი რატი ნავაძე ნინო პაპიაშვილი მარიკა ძაგნიძე თორნიკე ფრანგიშვილი

თარიღი
შაბათი, 29 იანვარი
14:00
10 ₾

მსგავსი ღონისძიებები

ცირკი
თბილისის თოჯინების თეატრი / აღმაშენებლის 136
დედა ენა
თბილისის თოჯინების თეატრი / აღმაშენებლის 136
საგზაო ნიშნები
თბილისის თოჯინების თეატრი / აღმაშენებლის 136
სამნი ერთ სკამთან
თბილისის თოჯინების თეატრი / აღმაშენებლის 136