

„ძია ვანია“
არსებობს კი ბედნიერება? და თუ არსებობს, სად არის იგი?
ადამიანები გვანან დაღუპვისთვის განწირული გემის მგზავრებს. მათ ავიწყდებათ, რომ ბედნიერება – წვრილმანებშია, საკუთარი თავის სიყვარულშია. პერსონაჟები, რომლებიც მიდრეკილნი არიან თვითგანადგურებისკენ, უნებლიეთ ანადგურებენ ყველაფერს ირგვლივ: ტყეებს, ერთმანეთს, საკუთარ თავს... მათ არ ახსოვთ ადამიანის ცხოვრების მთავარი აზრი – კეთილი საქმეების კეთება. იყო საჭირო და სასარგებლო თუნდაც ერთი ადამიანისთვის, რათა გაამართლო საკუთარი არსებობა.
ნიკა ჩიკვაიძე
ავტორი:
ანტონ ჩეხოვი
ჟანრი:
დრამა
დამდგმელი რეჟისორი:
ნიკა ჩიკვაიძე
მხატვარი:
ლიზა ჭიჭინაძე
პლასტიკა და ქორეოგრაფია:
თინათინ ქოიავა
მუსიკალური გაფორმება:
ნინა კალატოზი
რეჟისორის თანაშემწე:
მარიამ ფსუტური
პრემიერა:
14 დეკემბერი, 2022 წელი
მსახიობები:
არჩილ ბარათაშვილი (სერებრიაკოვი ალექსანდრ ვლადიმიროვიჩ, გადამდგარი პროფესორი)
სოფიო ლომჯარია (ელენა ანდრეევნა, მისი ცოლი, 27 წლის)
ნინა კალატოზიშვილი (სოფია ალექსანდროვნა (სონია), მისი ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან)
ირინა კვიჟინაძე / ალა მამონტოვა-ცხადაია (ვოინიცკაია მარია ვასილიევნა, საიდუმლო მრჩევლის ქვრივი, პროფესორის პირველი ცოლის დედა)
მიხეილ არჯევანიძე (ვოინიცკი ივან პეტროვიჩ, მისი ვაჟი)
ვლადიმერ ნოვოსარდოვი (ასტროვი მიხაილ ლვოვიჩი, ექიმი)
კარინა ყენია (მარინა, მოხუცი ძიძა)