თეატრის ბილეთები ძაღლი
თეატრის ბილეთები ძაღლი

ძაღლი

ყველა ბილეთი გაყიდულია

ორგანიზატორი: ბათუმის თოჯინების თეატრი
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი
ენა:ქართული
ხანგრძლივობა:45 წუთი
ავტორი: ელენე მაცხონაშვილი
რეჟისორი: ელენე მაცხონაშვილი
კომპოზიტორი: შალვა მაცხონაშვილი
მხატვარი: ვახტანგ ქორიძე
რეჟ. ასისტენტი: თეონა ლორთქიფანიძე
მთავარ როლებში: ვანო მაღლაკელიძე
როლებში: სალომე დილიძე, ქეთევან სამხარაძე, რევაზ ხოფერია, მანანა გოგიტიძე, ირმა მგელაძე
„ძაღლი“ - ასე ქვია ამბავს, რომელიც მოგვითხრობს ომის პერიოდსა და მის დანაშაულზე. სპეტაკლში ვხვდებით ბაბუასა და შვილიშვილის ჯანსაღ, თბილ ურთიერთობას. გოგო სახლში ქუჩის ძაღლს მოიყვანს. ყველაფერი კი მაშინ რთულდება, როდესაც სოფელში ცოფიანი ძაღლი გამოჩნდება. ადამიანები სასტიკ გადაწყვეტილებას იღებენ. ბაბუა და შვილიშვილიც თავიანთი მეგობრის დაცვას ცდილობენ, მაგრამ სოფლის წინააღმდეგ წასვლა არ სურთ. მათი დამოკიდებულება გარემოსთან, არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია სულიერ სიმდიდრეს ადამიანის გადარჩენა. გოგო და ბაბუა, როდესაც არჩევანის წინაშე დადგებიან, ძაღლს გაუშვებენ, არ მოკლავენ. ერთგული მეგობარი კი ბაბუას დაკრძალვაზე ბრუნდება და გოგოს მარტო არ დატოვებს.’’ სპექტაკლი დაგვაფიქრებს ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: ცხოველების მიმართ დამოკიდებულება, ერთგულება, მზრუნველობა, მეგობრობა და სიყვარული. სარეკომენდაციო ასაკი: 10+