

🎭 პრემიერა 🎭
📅 13, 21 მაისი | დასაწყისი 20:00
📍 თემურ ჩხეიძის სახელობის მცირე სცენა
ფრედერიკ ნოტი
„დაელოდე სიბნელეს“
რეჟისორი — ანუკი ხიდეშელი
მხატვარი — გიორგი უსტიაშვილი
მუსიკალური გაფორმება — ლევან აბშილავა
ქორეოგრაფი — ქეთი ასათიანი
ფოტო / ვიდეო — მაიკ მეხ
ტექნიკური რეჟისორი — თინათინ სირბილაძე
მონაწილეობენ:
ანიკო ეზიაშვილი, დავით გურგენაძე (რუსთასველის ეროვნული თეატრის მსახიობი), ნინო ნოზაძე, ირაკლი ჩხიკვაძე / ზუკა პაპუაშვილი (რუსთასველის ეროვნული თეატრის მსახიობი), კოკო როინიშვილი, ანა ბუბუტეიშვილი, ანიტა ჯიქურიშვილი
სპექტაკლის შესახებ:
სპექტაკლი „დაელოდე სიბნელეს“ გვიყვება ბრმა ქალის ისტორიას, რომელიც მოულოდნელად საფრთხეში აღმოჩნდება. მის ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩნდებიან უცნობი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ მოიპოვონ ნივთი, რომელიც შემთხვევით მის სახლში აღმოჩნდა. მიზანი ნელ-ნელა იკვეთება, ხოლო თამაში სულ უფრო სახიფათო ხდება.ეს არის სივრცე, სადაც სიმართლის და ტყუილის გარჩევა რთულია, ხოლო ნდობა სახიფათო ინსტრუმენტად იქცევა. სპექტაკლი ქმნის სამყაროს, სადაც ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის მუდმივად ირღვევა.ეს არის ისტორია შიშზე, ინტუიციაზე და იმ ძალაზე, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავში პოულობს მაშინ, როცა სიბნელე ყველაზე მეტად უახლოვდება.
პიესა „დაელოდე სიბნელეს“ არის:
* თრილერი
* ფსიქოლოგიური დრამა
* კრიმინალური დრამა
პრემიერა შედგა 2026 წლის 13 მაისს
ხანგრძლივობა: 90 წუთი, შესვენების გარეშე
ასაკობრივი ზღვარი 14+