

რეჟისორი | ირაკლი გოგია
მხატვარი | მარიკა კვაჭაძე
რეჟისორის ასისტენტი | გიორგი ყაულაშვილი
მონაწილეობენ | გიორგი ცხადაძე, ანანო გულედანი
სპექტაკლის შესახებ
პეტერ ტურინის პიესაზე - "ვირთხებზე ნადირობა" დაყრდნობით შექმნილი სპექტაკლი არის ერთგვარი პროფანული რიტუალი - ყველა მატერიალური ფასეულობისგან დაცლილი სივრცე, სადაც თამაშით იწყება ნამდვილი ადამიანური ფასეულობების ძიება. ორი მარგინალი პერსონაჟი გვიხსნის სამყაროს კარს, რომელიც თავად ნაგავსაყრელადაა ქცეული. ესაა დადგმა იმაზე, თუ როგორ შეუძლია სიტყვას, სხეულსა და ურთიერთობას - გადაარჩინოს ის, რაც ფულით არ იყიდება - ადამიანური სიღრმე. დღეს, როცა ვიზუალი განაპირობებს ფასეულობებს და ფული განსაზღვრავს სიმართლეს, ეს პიესა გვაბრუნებს იმ ფუნდამენტურ კითხვასთან: რა რჩება, როცა ყველაფერი ქრება?
ხანგრძლივობა | 70 წუთი