თეატრის ბილეთები უხერხემლო
თეატრის ბილეთები უხერხემლო

უხერხემლო

ბილეთის საყიდლად აირჩიეთ დრო
შაბ
26 სექ, 20:00
25 ₾-დან
ორგანიზატორი: თუმანიშვილის თეატრი
თუმანიშვილის თეატრი

რეჟისორი | იოანე (ვანო) ხუციშვილი 

 

მწერალი/ინსცენირება | ალექს ჩიღვინაძე 

 

მხატვარი | გიორგი გორგიაშვილი 

 

მუსიკალური გაფორმება |  გიორგი ჯიქია 


 
მთავარ როლში | ნინელი ჭანკვეტაძე, გოგა პიპინაშვილი,  ნუცა სულაბერიძე , გივი ბალანჩივაძე, გიორგი ჯიქია/გიორგი ჩაჩანიძე

 

 

სპექტაკლის შესახებ

 

მართა და მამია სოფლად დარჩენილი მშობლები არიან, რომელთა მოგონებებს და დანაშაულის გრძნობას სახლიდან გაქცეული ერთადერთი შვილის სიკვდილი აღვიძებს. ამ დროს მთელი ძალით იწყებს ყვირილის შეგრძნება, რომ მათ მისი მხარდაჭერის ნაცვლად საზოგადოების ჩაკეტილ ხმას აუწყეს ფეხი. საზოგადოების, რომელსაც თანაგრძნობა არ შეუძლია მაშინაც კი, როცა თვალწინ სიკვდილი უდგას. ერთადერთ ნუგეშად მშობლებს მათი გარდაცვლილი შვილის ორი მეგობრის პანაშვიდზე გამოჩენა ევლინებათ, რასაც სიხარულის გარდა უხერხულობის შეგრძნებაც ახლავს თან. შეძლებენ კი მშობლები სიკვდილის შემდეგ მაინც მიიღონ შვილი ისეთი, როგორიც ის რეალურად იყო? რა დაემართათ მათ? რატომ დაკარგეს თანაგრძნობის უნარი ან საერთოდ სად გაქრა ეს ყველაფერი? როგორ შევძელით აღმოვჩენილიყავით სპექტაკლში, რომელსაც მაყურებელი აღარ დარჩა?!..

 

ხანგრძლივობა | 90 წუთი