

გაყიდვა მალე დაიწყება
არაღიარებული
დავით გაბუნიასა და იეტონ ნეზირაის პიესა
რეჟისორი — დათა თავაძე
რა ემართება ადამიანს, როდესაც მის სახლს, მის ისტორიას ან თვით მის არსებობასაც კი აღარ აღიარებენ?
ევრიპიდეს ტრაგედია „იფიგენია ტავროსელებში“ იქცევა ამოსავალ წერტილად თანამედროვე სამყაროზე სასაუბროდ — სამყაროზე, სადაც საზღვრები იცვლება, ტერიტორიებს ითვისებენ, სახელმწიფოები ქრებიან ან ჩნდებიან, ადამიანები კი საკუთარი სახლებიდან იდევნებიან. ანტიკური მითის პერსონაჟების ისტორიები თანამედროვე ომების, იძულებითი გადაადგილების, პოლიტიკური ძალადობისა და არაღიარების გამოცდილებებს ეხმიანება.
„არაღიარებული“ აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის მსახიობებს, რომელთა პირადი და კოლექტიური გამოცდილებები ერთმანეთში იკვეთება. სპექტაკლი იკვლევს მსხვერპლშეწირვის მექანიზმებს, ეროვნული მითების შექმნასა და იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ადამიანების ბედს განსაზღვრავს.
ჩვენ ვუყურებთ საზღვრებს, ომებსა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შორის მოქცეულ სხეულებს — სხეულებს, რომლებსაც მსხვერპლად სწირავენ, „საშენ მასალად“ იყენებენ; სხეულებს, რომელთა ხარჯზეც აშენებენ ან აქრობენ სახელმწიფოებსა და ერებს, ხაზავენ საზღვრებს, ისაკუთრებენ ტერიტორიებს, აძლიერებენ პოლიტიკურ და რელიგიურ ძალაუფლებას, ამყარებენ კოლექტიურ იდენტობებს და აცოცხლებენ ეროვნულ მითებს.
ჩემთვის ეს სპექტაკლი არის მცდელობა, ამ სხეულებს დავუბრუნოთ სახელები, მეხსიერება და იმის უფლება, რომ ჩანდნენ.“
სპექტაკლის შესახებ
UNRECOGNIZED დავით გაბუნიასა და იეტონ ნეზირაის პიესაა, რომელსაც დათა თავაძე დგამს. საერთაშორისო კოპროდუქცია აერთიანებს ექვს მსახიობს უკრაინიდან, საქართველოდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, ფინეთიდან და შვედეთიდან.
მონაწილეობენ: * ელენ იელინეკი (Ellen Jelinek) * კატერინა კისტენი (Kateryna Kisten) * კატო კალატოზიშვილი (Kato Kalatozishvili) * მარია სალომაა (Maria Salomaa) * იოჰანეს ვანსელოვი (Johannes Wanselow) * შკელჩიმ ისლამი (Shkëlqim Islami)
საერთაშორისო პარტნიორები:
Qendra Multimedia (კოსოვო), Örnproduktion (შვედეთი), კიევის თეატრი პეჩერსკზე (უკრაინა), სკოპიეს ალბანური თეატრი (ჩრდილოეთ მაკედონია), მალმეს ქალაქის თეატრი (შვედეთი), სტოკჰოლმის სამეფო დრამატული თეატრი — Dramaten (შვედეთი) და გეტებორგის ქალაქის თეატრი (შვედეთი).