

გოგოლის მოთხრობის ,,ცხვირის,, თავისუფალი ინტერპრეტაცია
რეჟისორი და სცენოგრაფი - ლევან წულაძე
კოსტიუმების მხატვარი - ნინო სურგულაძე
მუსიკალური გამფორმებელი - ზურა გაგლოშვილი
ქორეოგრაფი - თინათინ წულაძე
რეჟისორის ასისტენტი - მაგდა წულაძე
ტექნიკური რეჟისორი - თამარ ფრუიძე
მონაწილეობენ :
ნიკა კუჭავა, ნიკა ხრიკული, მანანა კოზაკოვა, ბაია დვალიშვილი, დუტა სხირტლაძე, ონისე ონიანი, ანკა ვასაძე, ანუკა გრიგოლია. თეონა ქოქრაშვილი
სპექტაკლის შესახებ:
წარმოიდგინეთ, რომ კოლბაში ჩავსვით საშუალო რანგის ჩინოვნიკი რომელიც ბედნიერად ცხოვრობს და ერთ დილას აღმოაჩენს, რომ ცხვირი აღარ აქვს.თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. მისი ცხვირი უკვე დამოუკიდებელია – გაცილებით მაღალ საფეხურზე, გაცილებით მნიშვნელოვან პოზიციაზე. აცვია მისი კოსტუმი და ფეხსაცმელი, უკეთია საათი და ჰალსტუხი და, რაც მთავარია, მის ადგილს იკავებს. ეს სპექტაკლი ძიებაა. ძიება იმაზე, თუ სად მთავრდება ადამიანი და სად იწყება მისი სოციალური როლი.როგორ იქცევა ფორმა შინაარსზე უფრო მნიშვნელოვანად და როდის წყვეტს ინდივიდი არსებობას – მაშინ, როცა მის ადგილს იკავებს მისი ცხვირი, ტანსაცმელი,წოდება, სტატუსი.
თეატრის შესახებ:
თეატრი სახელოსნო 42 - ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, Factory Tbilisi - ის ტერიტორიაზე. თეატრი სახელოსნო 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი. თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, პერფორმანსების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით - კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.
თეატრი სახელოსნო 264 ადგილზეა გათვლილი და გარდა სპექტაკლებისა, საგანმანათლებლო პროექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებაზეა
ორიენტირებული. სრულიად უნიკალურ სცენასა და მაყურებელთა დარბაზთან ერთად, თეატრის ფოიეც საკმაოდ დატვირთულია და მიმზიდველი თეატრალური კაფეებითა და საგამოფენო სივრცით.
ხანგრძლივობა | 100 წუთი, შესვენების გარეშე