თეატრის ბილეთები განძის კუნძული
თეატრის ბილეთები განძის კუნძული

განძის კუნძული

ბილეთის საყიდლად აირჩიეთ დრო
შაბ
26 სექ, 15:00
18 ₾-დან
ორგანიზატორი: მოზარდ მაყურებელთა თეატრი
მოზარდ მაყურებელთა თეატრი

„განძის კუნძული“ რობერტ ლუის სტივენსონის რომანის მიხედვით

 

სათავგადასავლო სპექტაკლი ორ მოქმედებად მეკობრეებით, ნამდვილი ჯენტლმენებით, საზღვაო საიდუმლოებებითა და მოულოდნელი ამბებით სავსე სპექტაკლი მაყურებელს თავგადასავლების სამყაროში ამოგზაურებს, სადაც სიმამაცე, ერთგულება და არჩევანის პასუხისმგებლობა ერთმანეთში იკვეთება.

 

სპექტაკლი მოგვითხრობს ახალგაზრდა ჯიმ ჰოკინსის დაუვიწყარ მოგზაურობაზე, რომელიც ძველი რუკის აღმოჩენის შემდეგ იწყება და მას მეკობრეებით, განძის მაძიებლებითა და საშიში ინტრიგებით სავსე გზაზე დააყენებს. ამ გზაზე ჯიმს უწევს არჩევანის გაკეთება სიკეთესა და ბოროტებას შორის, ნდობასა და ღალატს შორის.

 

დამდგმელი რეჟისორის, მამუკა ცერცვაძის ინსცენირება ინარჩუნებს კლასიკური ნაწარმოების სათავგადასავლო დინამიკას და ამავდროულად მაყურებელს სთავაზობს თანამედროვე გადაწყვეტებს. ეს რეჟისორის პირველი სპექტაკლია მოზარდ მაყურებელთა თეატრში.

 

წარმოდგენა სავსეა თავგადასავლებით, იუმორით, ორთაბრძოლებით, მუსიკითა და მოულოდნელი ამბებით.

 

„განძის კუნძული“ არის ამბავი ოცნებაზე, რომელიც საფრთხეებითაა სავსე, მაგრამ სწორედ ამ გზაზე ყალიბდება პიროვნება. სპექტაკლი ერთნაირად საინტერესოა როგორც ახალგაზრდა მაყურებლისთვის, ისე უფროსებისთვის — ყველასთვის, ვისაც სჯერა, რომ ნამდვილი განძი მხოლოდ ოქრო კი არა, გამოცდილება და სიმამაცეა.

 

ეს არის სპექტაკლი მეგობრობაზე, სიმამაცეზე და იმაზე, რომ ნამდვილი განძი მხოლოდ ოქრო კი არა — ერთგულება და თავგადასავლებია!

 

ინსცენირების ავტორი და რეჟისორი - მამუკა ცერცვაძე

თარგმანი - აკაკი ცუცქირიძე

მხატვარი - ბარბარა ასლამაზიშვილი

კოსტუმების მხატვარი - ხატია დავითაშვილი

სასცენო ბრძოლა - პაატა მხეიძე

მუსიკალური გაფორმება - მამუკა ცერცვაძე

რეჟისორის თანაშემწე - ქეთევან ქანთარია

 

მონაწილეობენ:

 

ვანო დუგლაძე, ნიკოლოზ ფაიქრიძე, მაია ხორნაული, ნიკა ნანიტაშვილი, გიორგი შავგულიძე,  გიორგი კაჭახიძე, შალვა ანთელავა, ნანა მეტრეველი, ელენე დარჩია, ნინო არჩაია, ეკა შარიქაძე,  ვახტანგ ნოზაძე, ვახტანგ ახალაძე, პაატა მხეიძე, ნოდარ მელაძე, გიორგი ოქრუაშვილი, ლაშა გრძელიძე, ქეთი ჩაჩუა, რამონა მიქელაძე, რატი გოგუაძე

 

ასაკი: 10+