

ტექსტის ავტორი: პიოტრ როვიცკი
რეჟისორი: მაია კლეჩევსკა
მსახიობი: აგნიეშკა პშეპიურსკა
მუსიკის ავტორი: ცეზარი დუხნოვსკი
კოსტიუმების დიზაინი: კონრად პაროლი
ვიდეო: კშიშტოფ გარბაჩევსკი
ქორეოგრაფი: ანა კრიშაკი
ენა: პოლონური
სუბტიტრები: ქართულად
ასაკობრივი ზღვარი: 16+
წელს ფესტივალი “თბილისური ბროწეულები - კამერული და მონოსპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალი” წარმოგიდგენთ მაია კლეჩევსკას ახალ, შოკისმომგვრელ და საოცრად პოეტურ დადგმას -„გადარჩენილები“ ანიეშკა პშეპიურსკას მონუმენტური მონოდრამით.
კლეჩევსკა არასდროს ერიდება რთულ, ტრავმულ თემებს - მოცემული სპექტაკლი გვიყვება ირენკა კ.-ს - ვარშავის ოხოტის რაიონში მცხოვრები ხანდაზმული ქალის ისტორიას. ოთხმოცწლიანი დუმილის შემდეგ, ის პირველად ბედავს, ხმა ამოიღოს და მსოფლიოს გაანდოს II მსოფლიო ომის დროს, „ზიელენიაკის“ სატრანზიტო ბანაკში გადატანილი ჯოჯოხეთი.
მაშინ ეს ტერიტორია SS RONA-ს ჯალათებს ეპყრათ, მუდმივად მთვრალ სადისტებს, რომლებიც ღამ-ღამობით ქალებსა და გოგონებს აუპატიურებდნენ და უმოწყალოდ აწამებდნენ. მოედნიდან გამოსული კვნესა და წივილი მხოლოდ მაშინ წყდებოდა, როცა მსხვერპლს სამარისებური სიჩუმე მოიცავდა. ირენამ ეს უმძიმესი ტრავმა ათწლეულების განმავლობაში ატარა, ახლა კი მაყურებელს თითით ნაკვეთ იმ ჯოჯოხეთში აბრუნებს.